წმინდა სინოდმა საქართველოს 142-ე პატრიარქად ეპისკოპოსი შიო მუჯირი 22 ხმით აირჩია.
"ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად ვიღებ მორჩილებით, ღვთის მადლით და სასოებით" - თქვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ გაფართოებულ კრებაზე
გაფართოებულ კრებას სამების საპატრიარქო ტაძარში 1 200-მდე დელეგატი ესწრებოდა, თუმცა ხმის უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებს ჰქონდათ.
საეკლესიო კრებაზე დაფიქსირებული ხმები ასე გადანაწილდა:
- მიტროპოლიტი შიო — 22 ხმა;
- მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი — 9 ხმა;
- ფაზისისა და ჭიათურის მიტროპოლიტი გრიგოლი — 7 ხმა;
- გაუქმდა — 1 ბიულეტენი.
არჩევნების შედეგად, ახალი პატრიარქი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სამოციქულო კათედრაზე შიო III-ის სახელით ავა. მისი სრული ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.




























