სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის მე-4 კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში 237.5 ათასი მოქალაქე უმუშევარია. საანგარიშო პერიოდში უმუშევრობის დონემ ქვეყანაში 12,3% შეადგინა, რაც წინა კვარტლებთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია.
უმუშევრობის დონე 2018 წლის მიხედვით:
2018 წლის პირველი კვარტალი- 14.0%
2018 წლის მეორე კვარტალი-12.1%
2018 წლის მესამე კვარტალი-12.2%
2018 წლის მეოთხე კვარტალი-12.3%
საქსტატმა 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის განაწილება დაითვალა ეკონომიკური აქტივობის მიხედვით. ირკვევა, რომ 15 წელს ზემოთ მოსახლეობის რაოდენობა 3023.4 ათასია. აქედან აქტიურ სამუშაო ძალას 1923.8 ათასი მოქალაქე შეადგენს.
2018 წლის მე-4 კვარტლის მდგომარეობით, 1686.4 ათასი ადამიანი დასაქმებულია. 864.2 ათასი ადამიანი დაქირავებით მუშაობს, ხოლო 821.5 ათასი მოქალაქე თვიდასაქმებულია.
საანგარიშო პერიოდში დასაქმების დონემ ქვეყანაში 55,8%-ს შეადგინა.
სამუშაო ძალის გარეთ მოსახლეობის რაოდენობა 1099.6 ათასია.

























