მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს 6 ქალაქისთვის 100 ახალ ავტობუსს შეიძენენ

5d4417ca8a3b6
სალომე მეცხვარიშვილი
02.08.19 15:00
1359
საქართველოს 6 ქალაქისთვის 100 ახალ ავტობუსს შეიძენენ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები EBRD-თან მიმდინარეობდა და წარმატებით დასრულდა.

100 ახალი ავტობუსი გადანაწილდება შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, რუსთავი და ფოთი.

“დღეს ჩვენს ქალაქებში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მოგეხსენებათ, რომ ძალიან მასშტაბური ინვესტიციები მივეცით თბილისის მერიას და ძალიან აქტიურად მიმდინარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, თუმცა, ანალოგიური პრობლემები დგას საქართველოს სხვა ქალაქებშიც, შესაბამისად, ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, ეს მოლაპარაკებები დასრულდა წარმატებით და ქუთაისისთვის, გორისთვის, თელავისთვის,ზუგდიდისთვის, რუსთავისთვის და ფოთისთვის ჩვენ შევიძენთ 100 ახალ ავტობუსს”,- აცხადებს ბახტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები