მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს 7* მოქალაქე OFAC-ის სიაში - ფინანსური სანქციების სრული სტატისტიკა

აშშ-ს ხაზინა

19 დეკემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს ფინანსური სანქციები დაუწესა - შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის ხაზინის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. გომელაური სანქციების სიაში გლობალური მაგნიტსკის აქტის ფარგლებში შეიყვანეს, რაც შსს-ს მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის უკანონო გამოყენებას უკავშირდებოდა. დღესვე ფინანსური სანქციები დაუწესდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) უფროსის მოადგილეს მირზა კეზევაძესაც.

ამ სანქცირების შედეგად, ვახტანგ გომელაური და მირზა კეზევაძე იყვნენ მეექვსე და მეშვიდე პირები, ვისზეც აშშ-ის ხაზინის (OFAC) სანქციები გავრცელდა. მათი ამ სანქციების სიაში შეყვანა მოხდა აშშ-ის ორი სასანქციო პაკეტის ფარგლებში, კერძოდ 6 პირი სანქცირებულია გლობალური მაგნიტსკის აქტის ფარგლებში, ერთი კი - ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე რუსეთის სანქციების ფარგლებში, თუმცა ის საქართველოს მოქალაქეობას აღარ ფლობს 2023 წლის ოქტომბრიდან. შესაბამისად, 7 პირიდან ამჟამად საქართველოს 6 მოქალაქე რჩება OFAC-ის სანქციების სიაში.

OFAC-ის სიაში პირველი ქართველი სწორედ ოთარ ფარცხალაძე იყო, რომელიც აშშ-მა ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენია. მას ფინანსური სანქციები 2023 წლის 14 სექტემბერს დაუწესდა.

OFAC-ის სიაში არსებული ფიზიკური პირები საქართველოდან:

# სახელი მისამართი კატეგორია პროგრამა სანქცირების თარიღი
1 GOMELAURI, Vakhtang Varketili 3; 1 Micro Distr ფიზიკური პირი GLOMAG გლობალური მაგნიტსკის აქტი 19.12.2024
2 KEZEVADZE, Mirza ფიზიკური პირი GLOMAG გლობალური მაგნიტსკის აქტი 19.12.2024
3 KHARAZISHVILI, Zviad Tbilisi, Micro District III; Gldani Bldg 68; Apt. 71 ფიზიკური პირი GLOMAG გლობალური მაგნიტსკის აქტი 16.09.2024
4 LAGAZAURI, Mileri 19 MR Building 4; Apt 12 ფიზიკური პირი GLOMAG გლობალური მაგნიტსკის აქტი 16.09.2024
5 MAKHARADZE, Zurab ფიზიკური პირი GLOMAG გლობალური მაგნიტსკის აქტი 16.09.2024
6 MORGOSHIA, Konstantine Tbilisi, 2 Build, Apt 14; 2nd Plateau Nutsubidze ფიზიკური პირი GLOMAG გლობალური მაგნიტსკის აქტი 16.09.2024
7 ROMANOV PARTSKHALADZE, Otar Anzorovich ფიზიკური პირი RUSSIA-EO14024 რუსეთის მავნე საგარეო ქმედებების შეზღუდვა 14.09.2023

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები