მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს 8 ბიზნეს ასოციაცია მთავრობას 4 მოთხოვნით მიმართავს

60486ffa7d831
შოთა ტყეშელაშვილი
10.03.21 11:04
2037
საქართველოში მოქმედი 8 ბიზნეს ასოციაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციები მთავრობას ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დიალოგის გზით მოგვარებისკენ, ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის დროულად შემოტანისკენ, ასევე ბიზნეს სექტორთან კომუნიკაციით ეკონომიკური სტრატეგიის განსაზღვრისკენ მოუწოდებენ. 

"არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, ბიზნეს გაერთიანებები ერთობლივი განცხადებით მიმართავენ საქართველოს მთავრობას. უკანასკნელ პერიოდში covid-19-ის პანდემიამ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა, შედეგად უახლოესი წლები იქნება ურთულესი მცირე და საშუალო ბიზნესის შენარჩუნებისა და შემდგომში მისი განვითარებისთვის, სადაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი არის დასაქმებული. ეკონომიკურ გამოწვევებს, სამწუხაროდ, თან დაერთო მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის განვითარებას.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე ქვემოთ ხელისმომწერი ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს მთავრობას, უმოკლეს ვადებში მიიღოს გადაწყვეტილებები, რათა:

• ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, გამოინახოს ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა საშუალება, მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგის გაგრძელებისათვის, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს - პროგოზირებად და სტაბილურ გარემოს შექმნას;
• მომზადდეს პანდემიის პერიოდზე მორგებული (1 წლიანი) საგადასახადო რეფორმა/საშეღავათო პაკეტი განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერის კუთხით - ექსპერტებისა და ბიზნეს ასოციაციების ჩართულობით;
• მოკლე ვადაში განხორციელდეს კოვიდ 19-ის საწინააღმეგო ვაქცინის საქართველოში შემოტანა და ასევე გამოცხადდეს მოსახლეობის მასშტაბური ვაქცინაციის დაწყების პერიოდი, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესისთვის პროგნოზირებადი გარემოს შექმნას.
• იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის შესაძლო მესამე ტალღა და შედეგად ბიზნესის დაკეტვა სრულად შეაჩერებს ქვეყანაში ეკონომიკის აღდგენის პროცესს, უმნიშვნელოვანესია პრემიერ მინისტრმა და მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა უახლოეს მომავალში დაიწყოს კონსულტაციები წამყვან ბიზნეს ასოციაციებთან და ექსპერტებთან, რათა განისაზღვროს შესაბამისი სტრატეგია და მაქსიმუმ 2 თვის ვადაში მომზადდეს რეგულაციების ახალი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტი საშუალებას მისცემს კომპანიებს წინასწარ ჰქონდეთ ინფორმაცია სექტორების მიხედვით შესაძლო შეზღუდვებთან დაკავშირებით და შესაბამისად დაგეგმონ ბიზნეს საქმიანობა.

განცხადებას ხელს აწერენ:

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია
ევროკავშირი საქართველოს ბიზნეს საბჭო
საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში
საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია
გადასახადის გადამხდელთა კავშირი
საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია
საქართველოს ტურიზმის ასოციაცია
საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები