მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს 860 918 მოქალაქე არც პირადობის მოწმობას და არც პასპორტს არ ფლობს - სტატისტიკა

პასპორტი პირადობა

საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც 2024 წლის 18 მარტის მდგომარეობით, არ ფლობენ არც საქართველოს მოქალაქის პასპორტს, არც ელექტრონულ პირადობის მოწმობას და არც არაელექტრონულ პირადობის მოწმობას, ჯამში 860 918-ია. მათ შორის არასრულწლოვანია 691 387, ხოლო სრულწლოვანი - 169 531.

ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, რომელიც უწყებამ თინა ბოკუჩავას სადეპუტატო კითხვის პასუხად გაუგზავნა.

აღსანიშნავია, რომ აქტიური პირადობის ელექტრონული მოწმობების მფლობელ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 3 138 447-ს შეადგენს. ხოლო იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ფლობენ საქართველოს პასპორტს, მაგრამ პირადობის დამადასტურებელ სხვა მოქმედ დოკუმენტებს არა, 402 347-ია. ცნობისთვის, საქართველოს ელექტრონული პირადობის მოწმობას 18 წლის ასაკის პირების შემთხვევაში 10-წლიანი ვადა აქვს, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის კი 4-წლიანი.

საინტერესოა ისიც, რომ 2019 წლის 26 დეკემბრიდან 2024 წლის 18 მარტის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებზე გაცემულია 3238 არაელექტრონული პირადობის მოწმობები (1 თვიანი / რწმენის გამო).

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე ვალდებულია 14 წლის ასაკის მიღწევიდან 6 თვის ვადაში აიღოს პირადობის ელექტრონული მოწმობა. კანონიერი წარმომადგენლის სურვილის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის დამზადება შესაძლებელია 14 წლამდე ასაკის პირებზეც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები