მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს ადგილი ევროპაშია - ვგმობთ თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ სახის ძალადობას“ - ლისი დეველოპმენტი

ლისი დეველოპმენტი

„ლისი დეველოპმენტი“ მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით და გმობს თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ სახის ძალადობას“ - ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს კომპანია „ლისი დეველოპმენტი“ ეხმიანება. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში კომპანია წერს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.

„ლისი დეველოპმენტის ღირებულებები ეფუძნება ევროპულ პრინციპებს. ლისი დაარსების დღიდან ცდილობს დასავლური სტანდარტების დანერგვას საქმიანობის ყველა ეტაპზე.

კომპანია მრავალი წელია თანამშრომლობს ევროპის ლიდერ კომპანიებთან, რომლებსაც გამოცდილება და ცოდნა ჩამოაქვთ საქართველოში.

საქართველოს კულტურული და ისტორიული იდენტობა განუყოფელია ევროპისგან, და ჩვენ ვამაყობთ ამ კავშირის შენარჩუნებით ჩვენს საქმიანობაში. საქართველოს ადგილი ევროპაშია.

ლისი დეველოპმენტი მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით და გმობს თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ სახის ძალადობას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები