მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს აეროპორტებს ამინდზე დაკვირვების ახალი ავტომატიზებული სისტემა ექნება

აეროპორტი

საქართველოს მთავრობამ გამოსცა №573 განკარგულება, რომელიც 2026-2027 წლების განმავლობაში საქართველოს საერთაშორისო და ადგილობრივი აეროპორტების აეროდრომებისთვის ამინდზე დაკვირვების ავტომატიზირებული სისტემების სახელმწიფო შესყიდვას ეხება.

განკარგულებაში პროექტის ბიუჯეტი მითითებული არაა, მის შესახებ ცნობილი ტენდერის გამოცხადების შემდეგ გახდება.

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული შესყიდვა კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით განხორციელდება. პროცესის სამართლებრივ, ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო განახორციელებს.

ამასთან, ამ შესყიდვების ადმინისტრირების მიზნით შეიქმნა სპეციალური სატენდერო კომისია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა სამინისტროების მინისტრის მოადგილეები და „საქაერონავიგაციის“ წარმომადგენელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები