2024 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1 794.1 ათას მგზავრს მოემსახურა, წლიურად ზრდა 25.3%-ია. “საქსტატის“ მონაცემებით აპრილ-ივნისში ხოლო აეროპორტებიდან აეროპორტებმა მიიღო 911.4 ათასი მგზავრი (24.5 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 882.7 ათასი მგზავრი (26.1 პროცენტით მეტი). ამასთან, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 93.8 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 7.7 ათასი შეადგინა, რაც 26.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
„საქსტატი“ აღნიშნავს, რომ 2024 წლის II კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 170.1 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 491.3 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2.6-ჯერ, მგზავრთბრუნვის მოცულობა კი 3.3-ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.