მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს აეროპორტებში ტვირთბრუნვა 6.7-ჯერ გაიზარდა

ტვირთები

საქართველოს აეროპორტებში ტვირთბრუნვა გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 46.9 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 112.1 მლნ. ტონა-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაიზარდა როგორც გადატანილი ტვირთის (4.6-ჯერ), ისე ტვირთბრუნვის (6.7-ჯერ) მოცულობა.

ამავე პერიოდში აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 6.6 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 82.0 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 18.0 პროცენტი - გაგზავნილი.

გაიზარდა სატვირთო რეისების რაოდენობაც. 2024 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.5 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 2.4-ჯერ აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები