მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს აეროპორტებში ტვირთებისა და ფოსტის ნაკადი 48.8%-ით გაიზარდა - ავიაპარკი 62 ხომალდამდე შემცირდა

საჰაერო გადაზიდვები

2025 წელს საქართველოს აეროპორტებში 3.9 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 77.1%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის 2025 წლის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობა მნიშვნელოვნად 48.8%-ით 39 ათას ტონამდე გაიზარდა. აქედან 92.9% მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7.1% — გაგზავნილი.

ამასთან, 2025 წელს საქართველოს სამოქალაქო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდების რაოდენობა 62 ერთეულამდე შემცირდა. 2024 წელს მათი რაოდენობა 70 ხომალდი იყო. საჰაერო ხომალდებიდან 77.4%-ს სამგზავრო საჰაერო ხომალდები შეადგენდა, ხოლო 22.6%-ს — სატვირთო.

სამგზავრო საჰაერო ხომალდების 72.9%-ს 50 ან ნაკლები ადგილი ჰქონდა, 10.4%-ს — 51-150 ადგილი, ხოლო 16.7% იყო 151-250 ან მეტი ადგილით.

2025 წლისთვის საქართველოს აეროპორტებს ჰქონდა 6 ასაფრენი ბილიკი, 59 გამშვები პუნქტი [ერთით მეტი ვიდრე 2024 წელს], 26 სამგზავრო გასასვლელი [ერთით მეტი ვიდრე 2024 წელს] და 2.5 ათასი საპარკინგე ადგილი კერძო ავტომობილებისათვის [600 საპარკინგე ადგილით მეტი ვიდრე 2024 წელს].

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები