მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ახლანდელმა მთავრობამ საგანგაშოდ გადაუხვია ჩინეთსა და რუსეთისკენ - სენატორი რიში

ჯიმ რიში

ამერიკელი სენატორის, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ჯიმ რიშის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უზარმაზარ შეცდომას უშვებს ქვეყნის იმ მომავლისგან დაშორებით, რომელიც მის ხალხს სურს. როგორც სენატორი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობები ორი ქვეყნის საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული, რომლებიც "ოცნების" მთავრობამ არაერთხელ უარყო.

"ქართული ოცნების მთავრობის მიერ დრაკონული კანონების მიღება და სასამართლო სისტემის მათი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იარაღად გამოყენება სრულიად მიუღებელია. მთავრობა უზარმაზარ შეცდომას უშვებს ქვეყნის იმ მომავლისგან დაშორებით, რომელიც მის ხალხს სურს, და ერთპარტიული ტოტალიტარული სახელმწიფოსთან დაახლოებით.

აშშ-საქართველოს ურთიერთობები ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული, რომლებიც ახლანდელმა მთავრობამ არაერთხელ უარყო. ამის ნაცვლად, საქართველოს ახლანდელმა მთავრობამ საგანგაშოდ გადაუხვია ჩინეთსა და რუსეთისკენ, რომელთა ავტორიტარული სტილის მმართველობასაც ისინი უფრო და უფრო მეტად ბაძავენ,” - წერს სენატორი რიში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები