საქართველოს აკლია ტექნოლოგიები და კვალიფიციური მუშახელი - ამის შესახებ აღმოსავლეთ-შავი ზღვის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ამედ ამბი გიურდუღანი აცხადებს. მისი თქმით, თურქი ბიზნესმენები ამ მიმართულებებში საქართველოს დახმარებას გეგმავენ. შესაბამისი შეთანხმება თურქეთ-საქართველოს ბიზნესფორუმზე შედგა, რომელიც "დამსაქმებელთა ასოციაციაში" გაიმართა და რომელსაც ქართველი და თურქი ავეჯის მწარმოებლები ესწრებოდნენ.
"ვხედავთ, რომ საქართველოს აკლია ტექნოლოგიები და ვაპირებთ ამ მიმართულებით პარტნიორებთან შეხვედრების ჩატარებას. ამასთან, პრობლემად მივიჩნევთ მუშახელის კვალიფიკაციას. ამ სექტორშიც დაგეგმილი გვაქვს კონკრეტული პროექტები, რომ გავაუმჯობესოთ სიტუაცია. საქართველოში ბიზნესის წარმოების გამცოდილება უკვე გვაქვს, საუბარია ცემენტზე, ტექსტილსა და საღებავებზე. გვინდა ამ სექტორების კიდევ უფრო გაფართოება“,- აცხადებს ამედ ამბი გიურდუღანი.
შავი ზღვის რეგიონის ავეჯის მწარმოებელთა ასოციაციაციის ხელმძღვანელი ალფა ბექთაში კი ამბობს, რომ საქართველოში ბიზნესისთვის კარგი გარემოა შექმნილი და ბიიუროკრატიული ბარიერები არ არსებობს.
"საქართველოში ბიზნესისთვის განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ვხედავთ, პირიქით, აქ ჩვენთვის პირობები უფრო ხელსაყრელია. კომპანიის გახსნა ბევრად ადვილია, ბიუროკრატიული ბარიერები არ არსებობს. შესაძლებელია, რომ ამ შეხვედრების შემდეგ საერთო საწარმოების შექმნაზეც ჩამოვყალიბდეთ. ამ დღეებში ტრაბზონში ვაპირებთ 150-მილიაონიანი ავეჯის სავაჭრო ცენტრის გახსნას, სადაც ქართველ ბიზნესმენებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ საკუთარი პროდუქცია",- განაცხადა ბიზნესმენმა.

























