მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა გერმანიისთვის შემაშფოთებელია, რამაც საქართველოში სამხედრო პროექტების გაუქმება გამოიწვია - გერმანიის ელჩი

გერმანია

საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა გერმანიისთვის შემაშფოთებელია, რამაც საქართველოში ზოგიერთი დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია - ამის შესახებ გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი X-ზე წერს.

“აღვნიშნავთ ბუდესვერის დაარსების დღეს საპატიო სტუმართან, თავდაცვის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ბრიგადირ-გენერალ ჭიჭინაძესთან. მეამაყება გერმანია-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გერმანიის მხარდაჭერა.

სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა შემაშფოთებელია გერმანიისთვის და საქართველოში ზოგიერთი დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია”, - წერს ფიშერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები