საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი „აქსელი“ პირველ Pitch Day-ს მართავს. ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისს ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვას ანგელოზ ინვესტორთა ქსელების წევრები ეწვივნენ. ვიზიტის მიზანია საქართველოში ანგელოზი ინვესტორების კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია, ინვესტორების დაინტერესების და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის საშუალებით.
ცნობისთვის, საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი „აქსელი“ "სტარტაპ ბიურომ" და "კედარი ვენჩერსმა" დააფუძნეს. ქსელი მიზნად ისახავს, დააჩქაროს საქართველოში ტექნოლოგიური სტარტაპების ეკოსისტემის განვითარება ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ქართველი მეწარმეებისთვის ინვესტიციების მიწოდების უზრუნველყოფით.
პირველი Pitch Day თბილისის მერიასთან პარტნიორობით იმართება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან თიბისი ბიზნესისთვის და პროგრამა „სტარტაპერი“.