მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს აქვს წყალი და ამ რესურსის გამოყენება ეკონომიკაში მაქსიმალურად უნდა გაზარდოთ"

59afd9d255c81
BM.GE
06.09.17 15:18
1127
"საქართველოში ყოველი ვიზიტისას ვამბობ - თქვენ გაქვთ წყალი და ამ რესურსის გამოყენება ეკონომიკაში მაქსიმალურად უნდა გაზარდოთ", - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე EBRD-ის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ. მისი თქმით, საქართველოში ჰიდროენერგეტიკის და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. EBRD-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ბანკის პრიორიტეტად დარჩება ენერგეტიკის სექტორში ინვესტირება.

"მოხარულები ვართ რომ აღნიშნული საკითხი განვიხილეთ ენერგეტიკის მინისტრთან. ველოდებით მეტ ინვესტიციას ენერგეტიკაში. მოხარულებით ვართ შუახევის პროექტში ინვესტირებით და ველოდებით ნენსკრას პროექტსაც. გარდა ამისა, მომდევნო წლებში სხვა ენერგეტიკულ პროექტებშიც მივიღებთ მონაწილეობას", - განაცხადა ჩაკრაბარტიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები