მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა გახდეს ფინანსური მომსახურების ცენტრი რეგიონში"

5b17cb280c92b
ელენე გოგბერაშვილი
06.06.18 16:00
960
"საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა გახდეს ფინანსური მომსახურების ცენტრი რეგიონში", - ამის შესახებ საქართველოს ბანკის დირექტორმა კახა კიკნაველიძემ, ბანკის ორგანიზებით გამართულ „International Welth Forum“-ზე განაცხადა.

ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ბანკის მთავარმა ბანკირმა, ფორუმის მონაწილეებს  კერძო საბანკო სერვისების მიმართულებით შესაძლებლობები გააცნო. როგორც კახა კახა კიკნაველიძე ამბობს, საქართველოს აქვს პერსპექტივა რეგიონალურ საბანკო ცენტრად იქცეს, თუმცა არსებობს გამოწვევებიც.

„მე ვფიქრობ, ის მიმზიდველი გარემო, რაც საქართველოშია კაპიტალის მოძრაობის მხრივ, საგადასახადო კუთხით და ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივაც, დღეს საქართველოს გამოარჩევს რეგიონში. თუ ავიღებთ ჩვენს დიდ მეზობლებს, იქიდან დიდი ინტერესი უკვე მოდის საქართველოში ბიზნესი აკეთონ, ფული ჩადონ და ფინანსური მომსახურება მიიღონ.

საქართველოს ბანკი  უკვე საკმაოდ წინ არის ფინანსური რესურსების მოზიდვის მხრივ. ეს იქნება დეპოზიტები, კორპორატიული თუ სახაზინო ობლიგაციები. მე ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ, რომ საქართველო გახდეს ფინანსური ცენტრი, როდესაც კლიენტები საქართველოდან მიიღებენ საერთაშორისო საინვესტიციო პროდუქტების მხრივაც მომსახურებას“-განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები