მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს არ უნდა წაერთვას დემოკრატიული მომავალი" - აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში

უილიამ კორტნი

"საქართველოს არ უნდა წაერთვას დემოკრატიული მომავალი და დასავლეთს არ უნდა ჰქონდეს შეფერხება, რომ ქვეყანას მხარი დაუჭიროს" , - ამის შესახებ 1995-97 წლებში აშშ-ის ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნმა კონგრესში, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე MEGOBARI Act-ის პროექტის განხილვისას განაცხადა.

"აგენტების" კანონმა გამოიწვია უზარმაზარი საზოგადოებრივი პროტესტი. საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ებღაუჭება თავის ძალაუფლებას. გადამწყვეტი იქნება საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში. 30 წლის განმავლობაში, ღირებულებებზე დამყარებული ურთიერთობა არსებობდა. ამჟამად ამას ძირი გამოეთხრება, ურთიერთობები გაუარესდება, თუ მოხდება მანიპულაციები 2024 წლის არჩევნებზე და თუ მოხდება კანდიდატების დისკვალიფიკაცია", - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

მისივე თქმით, საქართველომ უნდა დაინახოს რუსეთი, როგორც ყველაზე დიდი საფრთხე.

"ეს [აგენტების კანონი] მოახდენს საქართველოს მომავალზე ზეგავლენას. უნდა გავიხსენოთ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს არ უნდა წაერთვას დემოკრატიული მომავალი და დასავლეთს არ უნდა ჰქონდეს შეფერხება, რომ ქვეყანას მხარი დაუჭიროს ამაში", - განაცხადა უილიამ კორტნმა.

MEGOBARI Act არის "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების სანქცირების მხარდამჭერი კანონპროექტი, რომლის ინიციატორი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები