ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი შალვა პაპუაშვილის პოსტს გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ "ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან და უკვე ნათელი გახდა, რომ ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას არც დაგმობს და არც გაემიჯნება".
„საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებს საკუთარი ხალხი ტერორისტებად მიაჩნიათ. მეამაყება იმ კარგ ევროპელთა შორის ყოფნა, ვისაც არ დავიწყებია ქართველის თავისუფლების სურვილი და ვინც ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობას საქართველოს ხარჯზე გააფართოვოს თავის იმპერია“, - წერს მიხელსონი.
შეგახსენებთ, რომ დღეს შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „დღეს 4 თებერვალია. ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან. ამ დროის განმავლობაში უკვე ნათელი გახდა ერთი რამ - ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას არც დაგმობს და არც გაემიჯნება. და მართლაც, რატომ უნდა გაემიჯნოს იმას, რასაც თავად, რამდენიმე დღით ადრე, საკუთარი პრეს-სპიკერის პირით, ფაქტობრივად, მხარდაჭერა გამოუცხადა?“.




























