მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს აშშ-დან სანქციები "ფრონტერას" გამო ემუქრება - "ინიციატივას კონგრესის მხარდაჭერა არ ექნება"

5cb9d4757ece6
თათია ჩაფიჩაძე
19.04.19 17:50
2354
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესში საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების თაობაზე კანონპროექტის წარედგენას. მინისტრის ინფორმაციით, მარკვეინ მულინის ინიციტივა თებერვალში იქნა წარდგენილი და ამ დრომდე მას არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია.
ზალკანიანი ირწმუნება, რომ მას სხვა წევრები მხარს არც მომავალში დაუჭერენ.

მინისტრის განმარტებით, საქმე ეხება კომპანია „ფრონტერას“ მიერ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს, რომელიც სტოკჰოლმის არბიტრაჟში განიხილება.

„ამერიკის კანონდებლობის შესაბამისად ნებისმიერ კონგრესმენს აქვს უფლება ნებისმიერ საკითხზე შეიტანოს საკანომდებლო ინიციტივა. სხვა საკითხია, რამდენად მოიპოვებს ან არ მოიპოვებს ის მხარდაჭერას.

2017 წლიდან მცდელობა იყო, მაგრამ არანაირი მხარდაჭერა მას არ მოჰყოლია. ეს ინიციატივაც, რომელიც კონგრესმენ მულინის მიერ რის ინიცირებული, თებერვალში იყო და გარწმუნებთ, რომ არცერთი კონგრესის სხვა წევრის მიერ არ მოჰყოლია მხარდაჭერა. არც მოჰყვება გამომდინარე იქიდან, რომ ის განხილება უმაღლეს დონეზე სტოკჰოლმის უმაღლეს საარბიტრაჟო სასამართლოში და დარწმუნებული ვარ საარბიტრაჟო სასამართლო თავის სიტყვას იტყვის ამ კონკრეტულ სუბიექტებს შორის არსებულ დავასთან დაკავშირებით,“ - განმარტა დავით ზალკანიანმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს, შესაძლოა, ამერიკული სანქციები დაეკისროს. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრის, მარკვეინ მულინის კანონპროექტს “საქართველოში ბიზნესის კეთების სამართლიანი წესებისა და სანქციების აქტი ჰქვია.” დოკუმენტის მიხედვით, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დაადგენს, რომ საქართველოში ამერიკული ბიზნესის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან უკანონო მოქმედებები და ზეწოლა იქნება გამოვლენილი, ამ შემთხვევაში პრეზიდენტს ენიჭება უფლებამოსილება საქართველოს მთავრობისა და ცალკეული ფიზიკური პირების მიმართ ეკონომიკური სანქციები დააწესოს.

კომპანია "ფრონტერა" საქართველოში, კერძოდ ახმეტაში გაზის მარაგების ძიებით იყო დაინტერესებული და აცხადებდა, რომ ქვეყანაში 3,8 ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის აღმოჩენა იყო შესაძლებელი. თუმცა, მათ განცხადებებს მაშინდელი ენერგეტიკის სამინისტრო და მინისტრი კახა კალაძე არ ეთანხმებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები