2023 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი 10 უმსხვილესი აუდიტორული კომპანიის მთლიანი შემოსავალი აუდიტორული, საბუღალტრო, საკონსულტაციო და იურიდიული მომსახურებების გაწევიდან 9%-ით გაიზარდა და მან 108.6 მილიონი ლარი შეადგინა. აუდიტორული საქმიანობით დაკავებულმა კომპანიებმა 2023 წლის შედეგები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეგულირების სამსახურს უკვე წარუდგინეს.
აუდიტორული კომპანიები შემოსავალს სხვადასხვა წყაროდან იღებენ. ესაა კლიენტებისთვის ფინანსური და იურიდიული კონსულტაციების გაწევა, აუდიტორული ანგარიშებისა და კვლევების მომზადება, საბუღალტრო სერვისის აუთსორსინგი და სხვა. ფინანსურ ანგარიშებში სწორედ კომპანიების მთლიანი შემოსავლები არის ასახული.
ანგარიშების თანახმად, შემოსავლების მიხედვით, 2023 წელს #1 ადგილზე BDO საქართველოა, რომელმაც წლის განმავლობაში 21.9 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მეორე პოზიციას 20.9 მილიონი ლარით PWC საქართველო იკავებს, მესამეზე კი EY საქართველოა 18 მილიონი ლარის შემოსავლით.
საქართველოს უმსხვილესი აუდიტორული კომპანიების მთლიანი შემოსავლები 2023 წელს:
- შპს ბიდიო საქართველო – 21,936,582 ₾, ცვლილება წინა წელთან +18%
- შპს ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო – 20,875,643 ₾, ცვლილება წინა წელთან +20%
- შპს იუაი საქართველო – 17,979,187 ₾, ცვლილება წინა წელთან -6%
- შპს KPMG Georgia – 13,378,175 ₾, ცვლილება წინა წელთან +12%
- შპს ნექსია ჯორჯია – 12,202,942 ₾, ცვლილება წინა წელთან +21%
- FMG (HLB Georgia) – 8,765,285 ₾, ცვლილება წინა წელთან +27%
- შპს დელოიტი და ტუში – 7,176,381 ₾, ცვლილება წინა წელთან -30%
- შპს არესემ საქართველო – 5,215,633 ₾, ცვლილება წინა წელთან +27%
- შპს გრანთ თორნთონ – 4,912,316 ₾, ცვლილება წინა წელთან +19%
- შპს შპს ეკოვის ეი-თი-ეი – 4,034,834 ₾, ცვლილება წინა წელთან +8%.
რეიტინგი reportal.ge-ზე გამოქვეყნებულ საჯარო ფინანსურ ანგარიშებს ეფუძნება. წარმოდგენილი ინფორმაცია მოიცავს აუდიტორული კომპანიების მთლიან შემოსავლებს, მათ შორის აუდიტორული ანგარიშგებების მომზადებიდან, საბუღალტრო მომსახურებებიდან, საკონსულტაციო, მართვის, იურიდიული და სხვა სერვისების მიწოდებიდან.