მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს, აზერბაიჯანს და თურქეთს შესწევს უნარი, რომ ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების გარანტია უზრუნველყოს - ასაფ ჰაჯიევი

სს

საქართველოს, აზერბაიჯანს და თურქეთს შესწევს უნარი, რომ ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების გარანტია უზრუნველყოს, - ამის შესახებ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურმა მდივანმა ასაფ ჰაჯიევმა განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტი PABSEC- ის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტს კაჭრეთში მასპინძლობს. შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციის წევრმა, ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა რამაზ ნიკოლაიშვილმა; ასამბლეის გენერალურმა მდივანმა ასაფ ჰაჯიევმა და საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი მეზურნიშვილმა.

„საქართველოში სხდომის გამართვა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული დელეგაციის აქტიურ მონაწილეობას როგორც, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ასევე, მის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში. რეგიონის სამ ქვეყანას, საქართველოს, აზერბაიჯანს და თურქეთს შესწევს უნარი, რომ ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების გარანტია უზრუნველყოს. რეგიონალურ ჭრილში საქართველო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქვეყანას წარმოადგენს. აქ ჩამოსვლით ყველა ქვეყნის წარმომადგენელი შეძლებს იმის დანახვას თუ, როგორი პროგრესი აქვს ქვეყანას, რა კეთდება იმისთვის, რომ კეთილდღეობა უფრო მაღალ ნიშნულზე ავიდეს და ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იყოს“, - განაცხადა ასამბლეის გენერალურმა მდივანმა ასაფ ჰაჯიევმა.

„დღეს სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტს ვმასპინძლობთ. აქ წარმოდგენილია მნიშვნელოვანი ქვეყნები და ჩვენი ინტერესია ბევრმა ქვეყანამ ადგილზე გაიცნოს საქართველო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია

მათი გვერდში დგომა და გამოცდილების გაზიარება. იმედი მაქვს დღევანდელი შეხვედრა რეგიონისა და ზოგადად, მსოფლიოსთვის აქტუალური საკითხების კონსტრუქციული განხილვის გაგრძელება იქნება“, - აღნიშნა რამაზ ნიკოლაიშვილმა.

„შავი ზღვის რეგიონი უაღრესად მნიშვნელოვანია და ჩვენი, როგორც პარლამენტარების თანამშრომლობა, გადამწყვეტია ამჟამად არსებული სხვადასხვა გამოწვევის გადაჭრაში. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ ძალზე მნიშვნელოვანი თემის - პარლამენტების როლის კულტურათაშორისი დიალოგისა და შემწყნარებლობის ხელშეწყობაში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლაში განსახილველად“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

სხდომაზე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობის ანგარიში ორგანიზაციის გენერალური მდივნის პირველმა მოადგილემ მერვე კავაკჩიმ წარადგინა.

სხდომაზე განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა „პარლამენტების როლი კულტურათაშორისი დიალოგისა და შემწყნარებლობის ხელშეწყობაში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლაში“. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოხსენების და რეკომენდაციის პროექტები განიხილეს, რომელიც გენერალური ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე მიმდინარე წლის მაისში, ტირანაში მიიღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები