საქართველოს ბანანი გაუძვირდა. იმპორტის მაჩვენებელი გაზრდილია. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 8.7 მლნ აშშ დოლარის 10 320 ტონა ბანანი შემოვიდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 6,5 მლნ აშშ დოლარი და 8 305 ტონა იყო.
რაც იმას ნიშნავს, რომ წელს 1 კგ იმპორტირებული ბანანის საშუალო ფასი 0.85 დოლარია, გასულ წელს კი ამავე პერიოდში 0.78 დოლარი ღირდა. გაძვირება დაახლოებით 9%-იანია.
ბანანი მეტწილად კვლავ ეკვადორიდან (8,4 მლნ აშშ დოლარი; 9962 ტონა) შემოგვაქვს. მეორე ადგილზე კი თურქეთია (261 500 აშშ დოლარი; 286 ტონა), ხოლო მესამეზე არაბთა გაერთიანებული საამიროები (59 200 აშშ დოლარი; 70 ტონა).
რაც შეეხება გასული წლის ჯამურ მონაცემებს, ზრდა 2025 წელს 2024 წელთან შედარებითაც დაფიქსირდა. კერძოდ, 2025-ში საქართველოში 44,1 მლნ აშშ დოლარის 52 743 ტონა ბანანი შემოვიტანეთ, 2024-ში კი - 38,4 მლნ აშშ დოლარის 46 825 ტონა.
გაზრდილია ქვეყნიდან ბანანის ექსპორტის მაჩვენებლებიც, თუმცა ბუნებრივია, თითქმის სრული ექსპორტი რეექსპორტს წარმოადგენს. 2026 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან 2 მლნ აშშ დოლარის 2190 ტონა ბანანი გავიდა, მაშინ როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 1,6 მლნ აშშ დოლარი და 1809 ტონა იყო. ძირითადი საექსპორტო ქვეყნები აზერბაიჯანი, ტაჯიკეთი და თურქეთია.




























