"საქართველო ბანკის" გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე მიმდინარე წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. ამის შესახებ მან "საქმის კურსს" განუცხადა.
"ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ეკონომიკურ ზრდის მიმართ, როგორც წელს, ასევე, იმედი გვაქვს, მომავალ წელს ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება იგივე ტემპებით, როგორც წელს. ჩვენ დაახლოებით, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ველოდებით",- აცხადებს კიკნაველიძე.
შეგახსენებთ, რომ წელს მთავრობა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 4,5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდებიან.

























