მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკი Ads მენეჯერის მესამე საზაფხულო ვორკშოპს ქუთაისში გამართავს

Ads მენეჯერი
07.08.24 16:13
257
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების გაზიარებას. Ads მენეჯერის საზაფხულო ვორკშოპების სერიის ფარგლებში, ამჯერად მესამე შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან 8 აგვისტოს, 19:00 საათზე ქუთაისში, SOLO ლაუნჯში გაიმართება. შეხვედრას საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი კინწურაშვილი გაუძღვება და აუდიტორიას გაუზიარებს პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ შეუძლიათ შექმნან ფასდაკლების, ქეშბექის ან PLUS ქულის შეთავაზება, რომელიც მობილბანკში, Offers.bog.ge-სა და sCoolApp-ში გამოჩნდება.

ღონისძიების მონაწილეები შეხვედრაზე მიიღებენ ინდივიდუალურ კონსულტაციას და ადგილზე შეძლებენ შეთავაზების შექმნას.

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ბიზნესს გავაცნოთ საქართველოს ბანკის შეთავაზებების პლატფორმა, რომელიც მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად გამორჩეული ინსტრუმენტია. Ads მენეჯერის დახმარებით, ერთმანეთთან ვაკავშირებთ მობილბანკში, Offers.bog.ge-სა და sCoolApp-ში ციფრულად აქტიურ 1 500 000 მომხმარებელსა და ბიზნესებს, რომელთაც სურთ გაყიდვების გაზრდა და ლოიალური მომხმარებლების შეძენა. მოხარული ვართ, რომ ამჯერად ჩვენი შეხვედრა ქუთაისში გაიმართება და რეგიონულ ბიზნესებს Ads მენეჯერის შესაძლებლობებს გავაცნობთ. ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრების სერიას და მომავალშიც არაერთ მცირე და საშუალო ბიზნესს დავუჭერთ მხარს მათი მიზნების რეალიზაციაში“, - აცხადებს გიორგი კინწურაშვილი.

ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები