მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოს ბანკი“  აქციონერებზე 197 მლნ ლარის დივიდენდის განაწილებას გეგმავს

საქართველოს ბანკი
სტატიაში საუბარია:

“საქართველოს ბანკი“  აქციონერებისთვის 197 მლნ ლარის დივიდენდის გაცემას გეგმავს.

სს „საქართველოს ბანკის“ შუალედური დივიდენდის გაცემაზე 19 სექტემბერს აქციონერთა კრებაზე იმსჯელებენ, სადაც აქციონერები არიან მოწვეულნი, რომლებიც ჯამში, 27,983,487 ხმის უფლების აქციას ფლობენ.

კრების დღის წესრიგით ირკვევა, რომ იგეგმება 2023 წლის შუალედური მოგების, ჯამში 196,956,177 ლარის განაწილება. თითო ჩვეულებრივ აქციაზე 7.0383 ლარის ოდენობით.

თუ კრება შეთავაზებას დაამტკიცებს, შუალედური დივიდენდის გაცემის თარიღად 26 სექტემბერია განსაზღვრული.

კრებაზე დაამტკიცებენ სს „საქართველოს ბანკის“ 2023 წლის შემოკლებულ  შუალედურ კონსოლიდირებულ და ინდივიდუალურ ფინანსური ანგარიშგებას, რომელიც სს „საქართველოს ბანკის“ ოფიციალურ ვებგვერდზე 2023 წლის 31 აგვისტოს გამოქვეყნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები