"საქართველოს ბანკი" ადასტურებს, ვაზისუბანში „სმარტის“ სუპერმარკეტში მდებარე მათს ფილიალში შეჭრის ფაქტს. თუმცა, ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია, გაიტანეს თუ არა თანხა თავდამსხმელებმა.
„ვერ დაგიდასტურებთ ინფორმაციას თანხის გატანა-არგატანასთან დაკავშირებით და ვერც რაოდენობასთან დაკავშირებით, რადგან არ გვაქვს ამის შესახებ ინფორმაცია. მიმდინარეობს გამოძიება, ადგილზე მუშაობს კრიმინალისტთა ჯგუფი“,- განუცხადეს „ბიზნესკონტრაქტს“ „საქართველოს ბანკში“.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმა მოხდა არა უშუალოდ „საქართველოს ბანკისა" და „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებზე, არამედ მთლიანად სუპერმარკეტზე.
შემთხვევის შედეგად „საქართველოს ბანკის“ არცერთი თანამშრომელი არ დაშავებულა. მომხდართან დაკავშირებით ყაჩაობის მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

























