მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკი ბიზნესი ყოველთვიურად დაახლოებით 140 000 ბიზნესს ემსახურება - თორნიკე კუპრაშვილი

თორნიკე კუპრაშვილი
სტატიაში საუბარია:

"საქართველოს ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი თორნიკე კუპრაშვილი ამბობს, რომ ბანკი ყოველთვიურად დაახლოებით 140 000 ბიზნესს ემსახურება. მან საქართველოს ბანკი ბიზნესის კამპანიის შესახებ, რომლის მთავარი გზავნილია: „ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ BMGTV-ის ეთერში ისაუბრა.

თორნიკე კუპრაშვილი ხაზს უსვამს, რომ ბიზნესის საჭიროებები გასცდა მხოლოდ დაფინანსების პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას, "საქართველოს ბანკის" ეკოსისტემა კი მათ შესაბამის საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს.

"ჩვენ ყოველთვიურად ვემსახურებით დაახლოებით 140 000 მომხმარებელს, რაც საკმაოდ დიდი მასშტაბია. ეს მოიცავს როგორც მცირე მეწარმეებს, ასევე უკვე გარკვეულ ზომა მიღწეულ კომპანიებსაც. ზრდასთან ერთად ბიზნესებს სხვადასხვა საჭიროებები წარმოექმნებათ. ჩვენი ეკოსისტემა ძირითადად მოიცავს დაფინანსების პროდუქტებს, ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას, ეს იქნება ფილიალში თუ ციფრულ პლატფორმებზე – ინტერნეტბანკსა და მობილბანკში. ასევე Ads Manager-ს, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი შეთავაზებები გაუკეთონ ჩვენს 2 მილიონამდე აქტიურ ყოველთვიურ საცალო მომხმარებელს. შესაბამისად, ამ კამპანიის მიზანიც იყო ამ ეკოსისტემის ხაზგასმა. ჩვენი ეკოსისტემა ერთიანობაში ქმნის ისეთ შესაძლებლობას, სადაც პროდუქტები და სერვისები არ არის ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, არამედ უფრო ერთმანეთის შემავსებელია.

ჩვენი დაკვირვებით, ბიზნესის საჭიროება დიდი ხანია გასცდა უკვე მხოლოდ დაფინანსების პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას და ყოველდღიურად საჭიროებენ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერას თავიანთი მთავარი ფინანსური პარტნიორებისგან და ჩვენი კამპანიის „ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ მიზანიც იყო ზუსტად ერთიანობაში შეგვეკრა ის ეკოსისტემა, რასაც საქართველოს ბანკი სთავაზობს თავის მომხმარებლებს იმისათვის, რომ მათ წარმატებით განახორციელონ თავიანთი ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობა",- ამბობს თორნიკე კუპრაშვილი.

მან აღნიშნა, რომ სამომავლოდ იგეგმება შეთავაზებების შექმნა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.

"აქტიური გახდა ბიზნესი ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მიმართულებით და ამ მხრივ ვფიქრობთ, რომ გარკვეული შესაძლებლობები და შეთავაზებები შევქმნათ ჩვენი მომხმარებლებისთვის. ასე რომ, ვაგრძელებთ ჩვენი ეკოსისტემის გაძლიერებას და მასში ჩვენი მომხმარებლები იპოვიან ყველაფერს, რაც საქმეს სჭირდება",- აღნიშნა თორნიკე კუპრაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები