ახალგაზრდებში STEM მიმართულებებით ინტერესის გაღვივება და პრაქტიკული ცოდნის მიღების ხელშეწყობა საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ხუთ წელზე მეტია კომაროვის სკოლასთან პარტნიორობის ფარგლებში ბანკი არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორის STEM სკოლასა და STEM ოლიმპიადას, რომლებმაც უკვე ათასობით მოსწავლეს მისცა შესაძლებლობა, განევითარებინათ ცოდნა და საკუთარი შესაძლებლობები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში გამოეცადათ. როგორ ქმნის ეს თანამშრომლობა ახალ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის?






























