მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკი" დივიდენდს გასცემს - რა თანხა განაწილდება აქციონერებზე?

საქართველოს ბანკი
სტატიაში საუბარია:

"საქართველოს ბანკი" აქციონერებზე შუალედურ დივიდენდს გასცემს. საკითხზე აქციონერები 17 სექტემბერს იმსჯელებენ.

მენეჯმენტის შეთავაზებაა შუალედური დივიდენდის სახით, 6 თვის მოგებიდან (721.15 მლნ ლარი), 241.29 მლნ ლარი განაწილდეს, რაც თითო აქციაზე 8.62 ლარის გადახდას გულისხმობს.

თუკი აქციონერთა კრება საკითხს მხარს დაუჭერს, დივიდენდის გადახდა 23 სექტემბერს მოხდება.

აღსანიშნავია, რომ 7 თვის მონაცემებით, "საქართველოს ბანკის" წმინდა მოგებამ 853.9 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო. ამ დროისათვის "საქართველოს ბანკის" აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 4.5 ფუნტად ივაჭრება, საბანკო ჯგუფის კაპიტალიზაცია 2 მლრდ ფუნტს აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები