მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ბანკი ხანის აკადემიასთან ერთად აბიტურიენტებისვის ახალ კამპანიას - “გამოცდები 2025” იწყებს

გამოცდები
30.06.25 14:28
557
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მხარდამჭერი ბანკი, პარტნიორებთან ერთად ახალი პროექტების განხორციელებას განაგრძობს.

ბანკი ხანის აკადემასთან ერთად აბიტურიენტებისთვის ახალ კამპანიას - გამოცდები 2025“ იწყებს. ეს იმას ნიშნავს, თუკი აბიტურიენტი ხარ და გიფიქრია, რა იქნებოდა, თუკი ქუჩები და მოედნები გამოცდის ჩაბარებაში დაგეხმარებოდნენ? ჩვენც ასე ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, ქალაქი ყველაზე დიდ სახელმძღვანელოდ ვაქციოთ. როგორ გავაკეთებთ ამას? პროექტი სტარტს სულ მალე აიღებს და თუკი ყურადღებით იქნები, არ გაგიჭირდება მალე მეტროს ბაქნებსა და ავტობუსის გაჩერებებზე, კამპანიის QR შენიშნოთ. მისი დასკანერებით კი მომენტალურად მიიღოთ წვდომა მოკლე საგამოცდო აუდიო-ლექციებზე. ყველა გაკვეთილი სრულიად უფასო იქნება.

წარმატებებს გისურვებ გამოცდებზე და არ დაგავიწყდეს, განათლების გზაზე არ გაჩერდე!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები