„არ გაჩერდე“ - ამ დევიზით რამდენიმე წელია, რაც „საქართველოს ბანკი“ წინსვლისა და განვითარების მოტივაციას თავის მომხმარებელსა და ფინანსურ პარტნიორებს აძლევს. საბანკო პროდუქტების გამრავალფეროვნებისა და მომსახურების დახვეწის გზით კი თავად როგორც სანდო საფინანსო ინსტიტუტი იზრდება და ვითარდება. ეს დევიზი განსაკუთრებით აქტუალური პანდემიის პერიოდში გახდა და „საქართველოს ბანკიც“ მუდმივი მოძრაობის რეჟიმში ახალი მიზნებისა და შედეგებისკენ ისწრაფის.
ბანკის მიერ წლების განმავლობაში ნაგროვებ მიღწევებს კი საერთაშორისო ავტორიტეტული ფინანსური გამოცემების საუკეთესოდ აფასებენ და სხვადასხვა კატეგორიებში გამარჯვებულად ასახელებენ. მხოლოდ წელს ბანკმა ორი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა: პირველი - ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Euromoney-მ, საქართველოს ბანკი “Best Bank in Georgia 2021“-ის კატეგორიაში „Euromoney Award for Excellence”-ის გამარჯვებულად დაასახელა. მაშინ როდესაც წელს Euromoney-მ ბანკებისგან 1 000-ზე მეტი განაცხადი მიიღო. გამოცემის რედაქტორებმა, ექსპერტებმა და ანალიტიკოსებმა, ამ შემთხვევაში, ისეთი კრიტერიუმები გაითვალისწინეს, როგორიცაა ბანკის საბაზრო პოზიცია და წილი, მომსახურების ხარისხი, ახალი პროდუქტები და ინოვაციები და სხვ.
მეორე ჯილდო კი საქართველოს ბანკმა სულ ახლახან საერთაშორისო გამოცემა Global Banking & Finance Review-სგან მიიღო, რა დროსაც „საქართველოს ბანკი“ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეული სრულყოფილებისთვის “Decade of Excellence” კატეგორიაში საქართველოში გამარჯვებულ ბანკად დასახელდა. აღსანიშნია, რომ Global Banking & Finance Review 2011 წლიდან იმ კომპანიებს ავლენს, რომლებიც ფინანსურ სექტორში ინოვაციებით, მიღწევებით, სტრატეგიითა და პროგრესულობით გამოირჩევიან. გამარჯვებულებს კი მკვლევართა ჯგუფი რედაქტორთან და გამომცემელთან ერთად ასახელებს.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე საერთაშორისო გამოცემების აღიარების მოპოვებაში დიდ დამსახურებად მომხმარებელთა ნდობას მიიჩნევს და აცხადებს: „აღნიშნული ტიტული არა მხოლოდ იმ მიღწევებს ცნობს, რომელიც ბანკმა ათწლეულის მანძილზე, მთელი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგად შექმნა, არამედ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბანკის საიმედოობას საერთაშორისო დონეზე. ეს დიდწილად ასევე იმ 2.6 მილიონზე მეტი მომხმარებლის დამსახურებაა, ვინც ჩვენ გვირჩევს. ამ ჯილდოების მიღება ჩვენთვის ერთდროულად დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული, მათ უკუკავშირზე დაყრდნობით შექმნილი პროდუქტებისა თუ სერვისების მაღალი ხარისხით მიწოდებასა და ციფრული ინოვაციების დანერგვას“.
ჯილდოებს და საერთაშორისო აღიარებას კი უკან გრძელი, სტრატეგიულად გააზრებული განვითარების გზა უდევს. საქართველოს ბანკმა ინდივიდუალური ბანკინგის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო, როცა მომხმარებელს მეტი კომფორტისთვის Express ფილიალები შესთავაზა. ეს იყო პრაქტიკა, რომელიც ბანკმა პირველმა დანერგა. 2012 წელს კი „საქართველოს ბანკმა“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე „პრემიუმ ლისტინგში“ გადაინაცვლა. ამავე წელს საქართველოს ბანკის აქციები შევიდა (FTSE) 250 ინდექსში და მოხვდა მსოფლიოს 250 უმსხვილეს და წარმატებულ კომპანიას შორის. 2013 წელი ბანკის ისტორიაში გამოირჩევა ევრობონდების გამოცემით, (ბანკმა 150 მლნ აშშ დოლარი 7.75%-იანი ევრობონდი და 2012 წლის ბონდებთან კონსოლიდირებული 250 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები განათავსა). უნდა აღინოშნოს, ამის შემდეგ საქართველოს ბანკი, ყოველწლიურად, არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. იქნებოდა ეს The Banker-ის ჯილდო „წლის საუკეთესო ბანკი საქართველოში“ თუ სხვა.
ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ 2016 წელს 350 მლნ დოლარის 7-წლიანი ევროობლიგაციების გამოცემის შემდეგ, 2017 წელს ბანკმა პირველად ლარში დენომინირებული 500 მილიონი ლარის, 11.00% -იანი ობლიგაციები გამოსცა, რომელიც ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განათავსა. ეს საქართველოს საბანკო სექტორში დე-დოლარიზაციის ინიციატივებისთვის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო.
2018 წელი საქართველოს ბანკისთვის ახალი ნაბიჯების, ცვლილებების და ახალი აღიარების პერიოდი იყო. პირველ რიგში ამ პერიოდში საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფისგან „ბიჯეო“-სგან (BGEO Group PLC) საქართველოს ბანკისა და საქართველოს კაპიტალის გამოყოფის პროცესი დასრულდა. შესაბამისად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე „ბიჯეო ჯგუფი“ და საქართველოს კაპიტალი დამოუკიდებელ კომპანიებად განთავსდა. იმავე წელს Global Finance-ისგან ბანკმა სპეციალური ჯილდო - ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Digital Bank of Distinction მიიღო და საუკეთესო კასტოდიან ბანკადაც დასახელდა. Moody's -მა კი საქართველოს ბანკის არაუზრუნველყოფილი ბონდების საკრედიტო რეიტინგი 2 საფეხურით გაზარდა. 2018 წელს უკავშირდება ასევე მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დიდი დეპოზიტარის -Clearstream Banking S.A.- (ICSD) მიერ ბანკის საკუთარ სისტემაში დაშვება და ბანკის მიერ ვაჭრობის ფინანსირების კუთხით განხორციელებული, 75 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის გარიგების, აზიის განვითარების ბანკის პროგრამის (TFP) ფარგლებში წლის სავაჭრო გარიგებად დასახელება. 2018 წელი ბანკის მიერ „ღია ბანკინგის“ სტრატეგიის წარდგენით დასრულდა.
მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების განვითარების ფარგლებში, ათწლეულის განმავლობაში ბანკმა არაერთი სიახლე დანერგა. მან პირველმა შესთავაზა მომხმარებელს სრულიად ახალი, ინოვაციური გადახდის მეთოდი- QR გადახდები და ასევე, QR განვადება.
2019 წელს ბანკმა ინოვაციური სიახლე - Apple Wallet-ით თანხის გატანის სერვისი შესთავაზა მომხმარებელს, სულ მალე კი გადახდის სრულყოფილი სისტემა Apple Pay წარადგინა. თუმცა მომხმარებელის მხარდაჭერა ამით არ დასრულებულა და მთელს რეგიონში პირველად ბანკმა ე.წ. Face Recognition–ით იგივე, „ღიმილით გადახდა“ დანერგა, რის შემდეგაც მომხმარებელს ონლაინ გადახდების მიმართულებით ახალი, ინოვაციური პროდუქტი - iPay-ც შესთავაზა.
პარალელურად 2019 წელს ბანკი კერძო სექტორთან პარტნიორობის ფარგლებში სერვისების განვითარებას და დახვეწას განაგრძობდა, კონკრეტულად კი ბიზნესისთვის ინოვაციური პროდუქტი „ჭკვიანი ტერმინალი“ დანერგა და ამავე დროს ახალი ინტერნეტბანკი შექმნა. ყურადღების გარეშე არც მცირე და საშუალო ბიზნესი დარჩენილა, ვისთვისაც თანამედროვე ციფრული ხელსაწყო - OPTIMO შეიქმნა.
ბანკი არ ერიდება ახალ გამოწვევებს და სწორედ ამ მიზნით მომხმარებელთან გამოცდილების მართვის პლატფორმა - Medallia დანერგა. რამაც ბანკს მისცა შესაძლებლობა, მომხმარებლისთვის მათ საჭიროებებზე და ინტერესებზე კიდევ უფრო მეტად მორგებული სერვისი და პროდუქტი შეეთავაზებინა. ბანკმა ასევე საკუთარი თანამშრომლებისთვის Facebook–ის ინოვაციური საკომუნიკაციო პლატფორმა Workplace-ს პირველმა დანერგა. მიზანი თანამშრომლებისთვის ინოვაციური შიდა პლატფორმის შეთავაზება იყო, ღიაობის, ნაკლები ბიუროკრატისა და მეტი ეფექტურობისთვის. გლობალურ კომპანიებთან თანამშრომლობის სერია ბანკმა 2020 წელს მსოფლიოს წამყვან კლიენტებთან ურთიერთობის მართვის კომპანიასთან, Salesforce-თან გააგრძელა. ციფრული ინოვაციების ინტეგრირებით ბანკი მომხმარებელთან ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად გასაღრმავებლად, ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას ცდილობს.
საქართველოს ბანკის ჯგუფმა 2019 წელს ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმის- extra.ge-ის განვითარებაში ინვესტირებაზე განაცხადა და ასევე ახალი ციფრული პლატფორმა Area.ge შექმნა.
მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს ბიზნესისთვის თუ საზოგადოებისთვის საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე წელი იყო, საქართველოს ბანკი ამ პერიოდშიც აგრძელებდა ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე ზრდა-განვითარებას. შედეგად კი საქართველოს ბანკმა ჯამში IFC-სთან 200 მილიონი ლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულებას, EBRD-ისთან კი 100 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 5-წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
ბიზნესის მხარდაჭერა ამ პერიოდშიც მთავარ პრიორიტეტად რჩებოდა, ამიტომ საქართველოს ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით უნიკალური ბიზნეს სივრცე 4B შექმნა, ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაუშვა. ამასთან, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან 60 მილიონი ევროს მოცულობის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმა. ბიზნესების მხარდასაჭრად შეიქმნა ახალი ონლაინ პლატფორმა argacherde.ge. მობილური და ინტერნეტბანკის ონლაინ აქტივაცია, „ჩატის“ ფუნქცია, ტერმინალით თანხის განაღდება, მობილბანკში თანხის გაყოფისა და მოთხოვნის ინოვაციური ფუნქციონალი - ეს ყველაფერი მომხმარებელზე მორგებული სერვისის სრულყოფისთვის შეიქმნა, რამაც ბანკთან თანამშრომლობა და მის სერვისებზე წვდომა უფრო გაამარტივა.
საქართველოს ბანკის სახელს უკავშირდება მსოფლიო ბაზარზე ტოპ აქსელერატორის, 500 Startups-ის საქართველოში შემოსვლა, რაც ბანკისა და GITA-ს ერთობლივი მცდელობით გახდა შესაძლებელი. აქსელერაციის ორი პროგრამა უკვე წარმატებით განხორციელდა. 4 გამარჯვებული ქართული სტარტაპი კი ახლა Silicon valley- ზე იმყოფება და საინტერესო გამოცდილების მიღებასთან ერთად ინვესტორებთან შეხვედრებს მართავს.
არაერთი გამოწვევისა და გამარჯვების შემდეგ საქართველოს ბანკში მიიჩნევენ, რომ განვითარებას და მუდმივ მოძრაობას ყოველთვის ახალ მიღწევებამდე მივყავართ, ამიტომ არ ჩერდებიან და თავის თანამშრომლებს, მომხმარებელსა თუ პარტნიორებსაც იმავეს ურჩევენ.
(NS)




























