მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ბანკი პროექტის “დამსაქმებლის გამოწვევა” მხარდამჭერია

ახალ ახალი იდეების და წარმატებული საქმიანი ამბების ისტორიებზე და მათ მხარდამჭერებზე საუბარს ვაგრძელებთ. მხარდამჭერი ამ ჯერზე საქართველოს ბანკია, სადაც ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობენ და არაფორმალური განათლების ცენტრის - ოქროს კომპასის პროექტის “დამსაქმებლის გამოწვევა” მხარდამჭერის სტატუსით მოგვევლინნენ.

თავად ეს ინიციატივა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის ბრიტანული განათლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროგრამა ადაპტირებულია ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) განათლების ინსტიტუტის ნებართვით და მის ფარგლებში ახალგაზრდები შეძლებენ განივითარონ საკუთარი უნარ-ჩვევები, შეხვდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს, დაამყარონ პროფესიული კავშირები და მიიღონ დიდი ბრიტანეთის საუკეთესო უნივერსიტეტების დონის გამოცდილება.

სტუმარი: მარიამ შურღაია - საქართველოს ბანკის სტიპენდიატი ჩივნინგის პროგრამაში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები