მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკი ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს გორში

გორი
27.11.26 14:13
• 129
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. იმისთვის, რომ ხარისხიანი განათლება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს, პროექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების უწყვეტი შესაძლებლობები გორში.

საქართველოს ბანკის სტიპენდია, Code IT, ონლაინ STEM სკოლა, პროფესიული აკადემიები და 6 იდეათეკა - ეს საქართველოს ბანკის მიერ გორში შექმნილი განათლების შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილია.

ყოველი ინიციატივის უკან კი ერთი იდეა დგას: ხელი შეუწყოს ადამიანებს, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდნენ.

აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო ინიციატივები გორში

საქართველოს ბანკის იდეათეკები გორის 6 სკოლაში - განათლებისა და აღმოჩენების სივრცე მოსწავლეებისთვის

იდეათეკა მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც მოსწავლეებს აძლევს წვდომას წიგნებზე, ტექნოლოგიებსა და მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებზე. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის, მათ შორის მაღალმთიანი, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული დასახლებებისთვის.

დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკები 11 რეგიონის 30 სკოლაში ფუნქციონირებს. მათ შორის, გორის 6 სკოლაში: გორის №3 საჯარო სკოლაში, შინდისის, დიცის, ხურვალეთის, ზემო ნიქოზისა და ძლევიჯვრის სკოლებში.

შესაბამისად, საქართველოს ბანკის იდეათეკები გორში 4000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობებს.

შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის - STEM სკოლა ნებისმიერი ლოკაციიდან

STEM სკოლა VII–XI კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი პროექტია, რომელსაც საქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით ახორციელებს.

STEM სკოლაში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს და სასწავლო პროცესში ჩართვა მოსწავლეებს ნებისმიერი ლოკაციიდან შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში, გაკვეთილები კვირაში ერთხელ, შაბათს ან კვირას ტარდება და 3 საათს გრძელდება.

ორი 4-თვიანი მოდულის ფარგლებში, მოსწავლეები სწავლობენ ელექტროინჟინერიას, მიკროკონტროლერებს (Arduino), სენსორებს, ფიზიკასა და პროგრამირებას, ბოლოს კი საკუთარ პროექტებს ქმნიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბანკი ყოველწლიურად 90 სტიპენდიატს ავლენს, მათგან საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს სწავლას სრულად უფინანსებს, 30-ს კი - 50%-ით. 60 მოსწავლე სწავლისთვის საჭირო ყველა მოწყობილობასაც უფასოდ იღებს.

STEM სკოლაში მისაღები გამოცდები მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში ტარდება, შემდეგი მიღება კი გაზაფხულის სემესტრზე გამოცხადდება. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.

შესაძლებლობა მოზარდებისთვის - Code IT: დაეუფლე პროგრამირების საფუძვლებს

Code IT 14-18 წლის მოზარდებისთვის შექმნილი უფასო კურსია, რომელსაც საქართველოს ბანკი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) და ICT ასოციაციასთან ერთად ახორციელებს.

პროექტი 15 ლოკაციაზე ტარდება, მათ შორის გორში. ინიციატივის ფარგლებში, მოსწავლეები 6 თვის განმავლობაში სწავლობენ HTML-ს, CSS-ს, JavaScript-სა და React-ს, მუშაობენ გუნდურად და ყოველი მოდულის დასრულების შემდეგ სერტიფიკატს იღებენ. მათ, ვისაც ლეპტოპი არ აქვთ, შესაძლებლობა აქვთ, ადგილზე არსებული ტექნიკით ისარგებლონ.

შემდეგი მიღება გაზაფხულზე გამოცხადდება. Code IT-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.

შესაძლებლობა სტუდენტებისთვის - საქართველოს ბანკის სტიპენდია პარტნიორ უნივერსიტეტებში

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა ბაკალავრიატის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 24 პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტში.

სტიპენდიატების შერჩევა სამ ეტაპად მიმდინარეობს:

  • მაღალი GPA: სტუდენტების შერჩევა მათი აკადემიური მოსწრების მიხედვით ხდება;
  • სამოტივაციო წერილი: ყურადღება ექცევა სტუდენტის მოტივაციას;
  • გასაუბრება: შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.

სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.

პროფესიული აკადემიები - ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის, ვისაც პროფესიის შეცვლა სურთ

მათთვის კი, ვისაც პროფესიის შეცვლა ან საკუთარი უნარების გაძლიერება სურთ, საქართველოს ბანკი პროფესიულ აკადემიებში სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, დაეუფლონ ახალ მიმართულებას 100%-იანი დაფინანსებით.

მოსწავლეებისთვის: 13 კურსი 6 აკადემიაში, მათ შორის გრაფიკული დიზაინი და AI აგენტები. პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს და 20 ნოემბერს დასრულდება.

ზრდასრულებისთვის: იმ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც პროფესიის შეცვლა ან პროფესიული უნარების განვითარება სურთ, საქართველოს ბანკი 20-მდე პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს და 24 ნოემბერს დასრულდება.

AI სტიპენდია გოგოებისა და ქალებისთვის: მათთვის, ვისაც ხელოვნური ინტელექტის სწავლა სურთ, საქართველოს ბანკი UN Women-თან ერთად და Mastercard-ის მხარდაჭერით სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში გოგოებსა და ქალებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ ხელოვნური ინტელექტის კურსები 6 აკადემიაში, სრული დაფინანსებით. პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს და 25 ნოემბერს დასრულდება.

სამივე პროგრამის შემთხვევაში კანდიდატები ავსებენ განაცხადს და წერენ სამოტივაციო წერილს, შერჩეულ კანდიდატებს კი გასაუბრებაზე იწვევენ. პროფესიულ აკადემიებში სასტიპენდიო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge და განათლების გზაზე არ გაჩერდე!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები