საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Axel-მა ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისა და „ანგელოზ ინვესტორების“ შეხვედრა გამართა. საქართველოს ბანკი სტარტაპებისათვის საინტერესო ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ჩართულობით ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებთან შეხვედრის მიზნით საქართველოს დანიიდან, ნორვეგიიდან და ფინეთიდან მოწვეული 15 მდე ინვესტორი ესტუმრა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენს საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია. რა შედეგებით დასრულდა ღონისძიება და რამდენმა სტარტაპმა შეძლო ადგილობრივი თუ უცხოელი ანგელოზი ინვესტორის დაინტერესება?