საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ხარისხიანი განათლების კიდევ უფრო მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად იგი პროექტებს სხვადასხვა რეგიონის ქალაქებში ახორციელებს. აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების უწყვეტი შესაძლებლობები ქუთაისში.
სტიპენდია KIU-ში, TUMO პროგრამა, ონლაინ STEM სკოლა, პროფესიული აკადემიები და იდეათეკა - ეს საქართველოს ბანკის მიერ ქუთაისში შექმნილი განათლების შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილია.
ყოველი ინიციატივის უკან კი ერთი იდეა დგას: ხელი შეუწყოს ადამიანებს, განათლების გზაზე არ გაჩერდნენ.
ვის შეუძლია, ჩაერთოს საქართველოს ბანკის ინიციატივებში ქუთაისში?
- შესაძლებლობა სტუდენტებისთვის - სტიპენდია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU)
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, მიიღონ სწავლის სრული დაფინანსება 24 პარტნიორ უმაღლეს სასწავლებელში, მათ შორის - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU).
სტიპენდიანტების შერჩევა სამ ეტაპად მიმდინარეობს:
- მაღალი GPA: სტუდენტების შერჩევა აკადემიური მოსწრების მიხედვით ხორციელდება;
- სამოტივაციო წერილი: ყურადღება ექცევა სტუდენტის მოტივაციას;
- გასაუბრება: შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.
სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.
- შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის - TUMO ქუთაისი: 11 მიმართულება, სრულიად უფასოდ
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით გაიხსნა TUMO ქუთაისი. ეს არის საერთაშორისო საგანმანათლებლო მოდელი, რომელიც 12-18 წლის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, განივითარონ ციფრული და შემოქმედებითი უნარები.
აქ მათ შესაძლებლობა ეძლევათ, აირჩიონ 11 სასწავლო მიმართულებიდან ერთ-ერთი, მათ შორის - გრაფიკული დიზაინი, პროგრამირება, 3D მოდელირება, ფოტოგრაფია, კინოგადაღება, რობოტიკა, თამაშების შექმნა, ანიმაცია, მუსიკა, გენერაციული AI და ხატვა.
სწავლის გეგმას მოსწავლეები აპლიკაციით თავად ადგენენ, მენტორები კი მუდმივად მათ გვერდით არიან და ეხმარებიან. სწავლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდები სერტიფიკატის ნაცვლად იღებენ ციფრულ პორტფოლიოს - საკუთარი ნამუშევრების კრებულს, რომელიც ერთგვარ „ცოცხალ დიპლომად“ იქცევა.
TUMO ქუთაისის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.
- შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის - STEM სკოლა: მეცნიერება ონლაინ, სახლიდან
STEM სკოლა VII–XI კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი პროექტია, რომელსაც საქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით ახორციელებს.
STEM სკოლაში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს და მასში ჩართვა ნებისმიერ მოსწავლეს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია. პროექტის ფარგლებში გაკვეთილები კვირაში ერთხელ ტარდება და 3 საათს გრძელდება.
ორი 4-თვიანი მოდულის ფარგლებში მოსწავლეები სწავლობენ ელექტროინჟინერიას, მიკროკონტროლერებს (Arduino), სენსორებს, ფიზიკასა და პროგრამირებას, ბოლოს კი საკუთარ პროექტებს ქმნიან.
აღსანიშნავია ისიც, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ბანკი ყოველწლიურად 90 სტიპენდიატს ავლენს, მათგან საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს სწავლას სრულად უფინანსებს, 30-ს კი - 50%-ით. 60 მოსწავლე სწავლისთვის საჭირო ყველა მოწყობილობასაც უფასოდ იღებს.
STEM სკოლაში მისაღები გამოცდები მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში ტარდება. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.
- პროფესიული აკადემიები - ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, ვისაც პროფესიის შეცვლა სურს
მათთვის კი, ვისაც პროფესიის შეცვლა ან საკუთარი უნარების გაძლიერება სურთ, საქართველოს ბანკი პროფესიულ აკადემიებში სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს.
ინიციატივის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ, დაეუფლონ ახალ მიმართულებას 20-ზე მეტ პარტნიორ აკადემიაში 100%-იანი დაფინანსებით.
მოსწავლეებისთვის: 13 კურსი 6 აკადემიაში - პროგრამირება, დიზაინი, ხელოვნური ინტელექტი, მართვა და კომუნიკაცია. პროგრამაზე მიღება 20 ნოემბერს დასრულდება.
ზრდასრულებისთვის: საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც პროფესიის შეცვლა ან პროფესიული უნარების განვითარება სურთ, საქართველოს ბანკი შესაძლებლობას აძლევს, 20-ზე მეტ პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში ისწავლონ ტექნოლოგიები, დიზაინი, მარკეტინგი, ფინანსები ან კულინარია სრული დაფინანსებით. პროგრამაზე მიღება 24 ნოემბერს დასრულდება.
AI სტიპენდია გოგოებისთვის: მათთვის, ვისაც ხელოვნური ინტელექტის სწავლა სურთ, საქართველოს ბანკი UN Women-თან ერთად და Mastercard-ის მხარდაჭერით სასტიპენდიო პროგრამას "AI სტიპენდია გოგოებისთვის" ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში იგი შესაძლებლობას აძლევს გოგოებსა და ქალებს, ხელოვნური ინტელექტის კურსები 6 აკადემიაში სრული დაფინანსებით გაიარონ. პროგრამაზე მიღება 25 ნოემბერს დასრულდება.
პროფესიულ აკადემიებში სასტიპენდიო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
- იდეათეკა ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში - განათლებისა და აღმოჩენების სივრცე მოსწავლეებისთვის
იდეათეკა მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც მოსწავლეებს აძლევს წვდომას წიგნებზე, ტექნოლოგიებსა და მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებზე. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის, მათ შორის - მაღალმთიანისთვის, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულისთვის.
დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკები 11 რეგიონის 30 სკოლაში ფუნქციონირებს, მათ შორის - ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში, სადაც 1700-ზე მეტი მოსწავლისთვის განათლების და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობები იქმნება.
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე ganatleba.bog.ge და განათლების გზაზე არ გაჩერდე!
























