მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკი": სამომხმარებლო სესხებში ზრდა არ გვაქვს, ექსპრეს სესხები კი, შემცირებულია

5c079a5469a50
ანუკა ჯოხაძე
05.12.18 13:21
1395
საქართველოს ეროვნული ბანკის 7 მაისის რეგულაციებმა განსაკუთრებული გავლენა „საქართველოს ბანკის“ სამომხმარებლო და ექსპრეს სესხებზე იქონია.

ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მაისიდან სამომხმარებლო სესხებზე ზრდა არ შენიშნება, ხოლო ექსპრეს სესხების რაოდენობა კი, საგრძნობლადაა შემცირებული.

კიკნაველიძე ეროვნული ბანკის მიერ დაანონსებულ ახალ რეგულაციებსაც გამოეხმაურა, რომელიც მისი მოლოდინით, ძალაში 1 იანვრიდან შევა.

„ამ ეტაპზე მუშაობა რეგულაციების საბოლოო ვერსიაზე მიმდინარეობს. ეს ერთ კონკრეტულ სეგმენტზე იყო მიმართული, მომხმარებელთა იმ ჯგუფზე, რომელთაც არ აქვთ დადასტურებული შემოსავალი. რა თქმა უნდა, ამან გავლენა იქონია განსაკუთრებით სამომხმარებლო სესხების და ექსპრეს სესხების მიმართულებით. ამ მხრივ, ჩვენ ფაქტიურად, ზრდა არ გვაქვს მაისის შემდეგ. კონკრეტულად ექსპრეს სესხების მიმართულებით მნიშვნელოვანი შემცირება არის მაისიდან, - ამბობს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები