მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„საქართველოს ბანკი“ Segment-თან ერთად ვებინარს გამართავს

607fd889cf765
BM.GE
21.04.21 11:50
454
"საქართველოს ბანკი“ ფინტექმიმართულების პროექტების განხორციელებას და მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში, 23 აპრილს, 21:00 საათზე მომხმარებლის მონაცემების ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმის- Segment-ისა და "საქართველოს ბანკის" წარმომადგენელი ერთობლივ ვებინარს გამართავენ.

როგორც bm.ge-ს "საქართველოს ბანკიდან" აცნობეს, Segment-ის წამყვანი ინჟინერი Sam Kahr-ი ვებინარის მონაწილეებს გააცნობს, თუ რა არის მომხმარებლის მონაცემების პლატფორმა, რამდენად მნიშვნელოვანია ის ბიზნესისთვის, რა არის ე.წ. Journey Orchestration-ი და რა სარგებლის მოტანა შეუძლია ამ ინსტრუმენტს ბიზნესისთვის. სპიკერი ასევე გაამახვილებს ყურადღებას, თუ როგორ აერთიანებს Segment-ი მომხმარებლის შეხების წერტილებს ყველა პლატფორმასა თუ არხზე. ვებინარზე განხილული იქნება სტარტაპების მიერ Segment-ის გამოყენების წარმატებული მაგალითები.

ვებინარს მოდერატორობას "საქართველოს ბანკის" ციფრული პროდუქტების მენეჯერი, მარიამ გაგუა გაუწევს. სპიკერების პრეზენტაციის შემდეგ კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. ვებინარი ინგლისურ ენაზე ჩატარდება.

„მონაცემთა ანალიზით დაინტერესებული ბიზნესებისთვის საკმაოდ საინტერესო, საჭირო და აუცილებელი ვებინარია. მომხმარებელთა მონაცემების ერთ-ერთ უმსხვილეს პლატფორმას - Segment-ს დღესდღეობით მსოფლიო მასშტაბით 20 000-ზე მეტი ბიზნესი წარმატებით იყენებს. მის პარტნიორთა სიაშია: IBM-ი, FOX-ი, Levis-ი ,Drift-ი, Digital Ocean-ი და სხვა. სტარტაპები თუ უკვე წარმატებული ბიზნესები საკმაოდ რთულ გზას გადიან იმისთვის, რომ კიდევ უფრო ახლოს მივიდნენ მომხმარებელთან და გაიგონ მათი საჭიროებები. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვებინარის მონაწილეები მიიღებენ კომპეტენტურ რჩევებს, თუ როგორ გამოიყენონ ის გამოცდილება, რომელიც უკვე დააგროვეს წარმატებულმა კომპანიებმა ამ პლატფორმის გამოყენებით. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ ბიზნესს, რათა ჰქონდეს წვდომა მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციაზე და თანაც ისეთი მაღალი კომპეტენციის მქონე კომპანიებისგან, როგორიცაა Amazon-ი, Segment-ი და სხვა “, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ვებინარში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://f.bog.ge/3anI8tM 

ვრცლად სპიკერების შესახებ:

Sam Kahr-მა კარიერა Google-ში დაიწყო, ის მომხმარებელთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტექნიკურ თანამდებობაზე მუშაობდა. ამჟამად ის Segment-ში ინჟინერის პოსტს იკავებს და კომპანიებს მონაცემთა ანალიზის მასშტაბური და ეფექტური არქიტექტურის განლაგებაში ეხმარება. იგი თანამშრომლობს Segment-ის ისეთ დიდ პარტნიორ კომპანიებთან როგორიცაა: Nike-ი, McAfee, Proctor & Gamble-ი.
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები