მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს ბანკი": თუკი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება, ბანკი გამოწვევებს მომზადებული ხვდება

5e74da626c325
BM.GE
20.03.20 18:52
6086
"საქართველოს ბანკში" განმარტავენ, რომ ბანკი" განაგრძობს სერვისების სრულ და უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას. 

"შექმნილი მდგომარეობის ფონზე, "საქართველოს ბანკი" განაგრძობს სერვისების სრულ და უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას. შეუფერხებლად მუშაობს სწრაფი ჩაარიცხვის აპარატები და ბანკომატები.

ასევე, გაძლიერებული რესურსით მუშაობს ცხელი ხაზი. საბანკო სერვისების უწყვეტ რეჟიმში მიწოდება არ შეიზღუდება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი აუცილებელი იქნება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, რადგან საქართველოს ბანკი არსებულ გამოწვევებს მომზადებული ხვდება. ბანკის მომხმარებელი შეუფერხებლად შეძლებს ისარგებლოს სერვისებით, როგორც ფიზიკურად, ასევე დისტანციური არხებით.

ბანკი ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ყველა ძალისხმევას გამოიყენებს.

გვჯერა, რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და საერთო მონდომებით შეუძლებელი არაფერია", – ნათქვამია საქართველოს ბანკის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები