მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკი" x CITYZEN – რას უნდა ველოდოთ $300-მილიონიანი პროექტისგან თბილისის ცენტრში

siTizen
20.12.23 10:00
1293
სტატიაში საუბარია:

თბილისის ცენტრში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, ცენტრალური პარკის მიმდებარედ ამერიკული IG International-ის ჰოლდინგში შემავალმა City Development-მა მასშტაბური მრავალფუნქციური კომპლექსის, CITYZEN-ის მშენებლობა დაიწყო, რომლის საინვესტიციო ღირებულება 300 მილიონ დოლარს აღწევს.

City Development-ის მიზანი საქართველოში უპრეცედენტო სტანდარტის პროექტის განხორციელება და უძრავი ქონების ბაზარზე ახლებური ხედვის დანერგვაა. CITYZEN-ის გარდა, კომპანია საქართველოს მასშტაბით არაერთ წარმატებულ პროექტს ფლობს, მათ შორისაა: City Mall საბურთალო, City Mall გლდანი, თხილის პლანტაციები და გადამმუშავებელი ქარხნები.

რაც შეეხება უშუალოდ CITYZEN-ს, ეს არის პრემიუმ-კლასის მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც 4 საცხოვრებელ ბლოკს და ბიზნესთაუერს მოიცავს. კომპლექსის მშენებლობა 46,000 კვ. მეტრზე მიმდინარეობს, საიდანაც 23,000 კვ. მეტრი რეკრეაციულ ზონას დაეთმობა. პროექტის ეკოლოგიურობას განსაკუთრებით აუმჯობესებს ის ფაქტი, რომ CITYZEN-ის მიმდებარედ ცენტრალური პარკის განვითარება მიმდინარეობს, რომელიც 50 ჰა-ზე მწვანე ზონის მოწყობას ითვალისწინებს.

City Development-ის წარმომადგენლები CITYZEN-ის პროექტთან დაკავშირებით 10 ძირითად უპირატესობას გამოყოფენ:

  1. 1. თვითკმარი კომპლექსი – CITYZEN-ის პროექტი მოიცავს ყველაფერს, რაც ჰარმონიული ცხოვრებისთვის გჭირდება: ოცზე მეტ კომერციულ, სამუშაო, გასართობ, ბავშვთა და სპორტულ სივრცეს.
  2. 2. უავტომობილო ზონა – ავტოსადგომზე მანქანის შესვლა მხოლოდ გარე პერიმეტრიდანაა შესაძლებელი, რაც შიდა ტერიტორიაზე განტვირთვისა და დასვენების სრულ კომფორტს უზრუნველყოფს.
  3. ლოკაცია – კომპლექსი ვაკისა და საბურთალოს საზღვარზე, თბილისის ცენტრალური პარკიდან 50 მეტრში, თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთაზე, ანუ დედაქალაქის ცენტრში მდებარეობს.
  4. ეზოს მოცულობა – CITYZEN-ის რეკრეაციული ზონა ხე-მცენარეებზე ზრუნვითა და ახალი მწვანე სივრცეების განვითარებით იქმნება. რეკრეაციული ზონის მოცულობა 23,000 კვ. მეტრს შეადგენს, რაც კომპლექსის მთლიანი ტერიტორიის 50%-ია.
  5. მობილური აპლიკაცია – ქონების მართვისთვის საჭირო ყველა ფუნქცია ერთ აპლიკაციაშია მოქცეული. აპლიკაციიდან შეგიძლიათ მართოთ: იურიდიული დოკუმენტები და გადახდის გრაფიკი, ელექტრონული გასაღები, სტუმრის შემოსვლა/გასვლა, ხარვეზების შეტყობინება, კონსიერჟთან კავშირი და ა.შ.
  6. Art Hub – კომპლექსს ხელოვნების საკუთარი ჰაბი ექნება, რომელიც სამხატვრო გალერეასა და სხვადასხვა საავტორო სახელოსნოებს გააერთიანებს.
  7. პრემიუმ ხარისხი – მშენებლობაში გამოიყენება ისეთი პრემიუმ ბრენდების პროდუქცია, როგორიცაა: OTIS-ის ლიფტები, Raynalds-ს წარმოების ორმაგი მინა-პაკეტის ალუმინის კარ-ფანჯრები, იტალიური ტერაკოტას ფასადები, შვეიცარიული Sika-ს ჰიდროიზოლაცია და სხვა.
  8. პერსონალური ტბა – CITYZEN-ის ტერიტორიაზე განთავსებულ ტბას ეგზოტიკური თევზები და დეკორატიული მცენარეები დაამშვენებს; ხოლო საფეხმავლო ხიდი და ეზოს კომფორტული სავარძლები ქალაქის ხმაურისგან განტვირთვის საშუალებას იძლევა.
  9. ZEN სივრცე – ტერიტორიაზე არსებულ ასწლოვან ხეებს სიცოცხლე შეუნარჩუნდათ და ისინი ეზოს ორგანული ნაწილი იქნებიან. მათ შორისაა: აღმოსავლური ბიოტა, ჰიმალაის კედარი, იფანი, კავკასიური აკაკი, ელდარის ფიჭვი, იასამანი, ქართული მუხა, იაპონური სოფორა, შავი ფიჭვი და სხვა. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყობა იაპონური საკურას ბაღი, საბოლოო ჯამში კი, CITYZEN-ის მწვანე ზონა 50-ზე მეტი განსხვავებული ჯიშის 2,000-მდე მცენარეს გააერთიანებს.
  10. საბავშვო სივრცეები – სითიზენელი მოზარდებისთვის კომპლექსში გათვალისწინებული იქნება მენტალურ და შემოქმედებით განვითარებაზე გათვლილი წრეები, სახელოსნოები, სათამაშო მოედნები, საბავშვო ბაღი, სათამაშო და სპორტული მოედნები.

ცხადია, $300-მილიონიანი პროექტის განსახორციელებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია სანდო პარტნიორის ყოლა და ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით CITYZEN-ის პროექტის ხელშეწყობაში აქტიურადაა ჩართული საქართველოს ბანკი, რომელიც უკვე წლებია, მხარს უჭერს საქართველოში უძრავი ქონების სექტორის განვითარებას როგორც სამშენებლო და დეველოპერული კომპანიებისთვის ფინანსური რესურსების გამოყოფით, ასევე ფიზიკური პირებისთვის იპოთეკური სესხის შეთავაზებით.

„საქართველოს ბანკისთვის საამაყოა ისეთ მასშტაბურ და უნიკალურ პროექტში მონაწილეობა, როგორიც CITYZEN-ის კომპლექსია. ვფიქრობთ, რომ თავისი შინაარსითა და კონცეფციით ქალაქის შუაგულში მსგავსი პროექტის განხორციელება პიონერულია. მოხარულები ვართ, რომ ამ ყოველივეს მონაწილეები ვართ“, – აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სანდრო ძაგნიძე.

„ქალაქის ცენტრალურ უბანში მსგავსი მასშტაბის პროექტი სხვა არ არსებობს, შესაბამისად, ცხადია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გქონდეს ფინანსური მდგრადობის გარანტია, რასაც საქართველოს ბანკის მხარდაჭერა უზრუნველყოფს. ჩვენს გუნდსა და საქართველოს ბანკს შორის უკვე მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება არსებობს და გვიხარია, რომ ამ პროექტის მიმართულებითაც გრძელდება ჩვენი პარტნიორობა“, – ამბობს City Development-ის დირექტორი, – გოგა მაჭავარიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები