„საქართველოს ბანკი“ დივიდენდების გასაცემად ემზადება. მოგების განაწილებაზე ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი 1 ივლისს, აქციონერთა კრებაზე იმსჯელებს.
მენეჯმენტის შეთავაზებით, 2021 წლის მოგებიდან, საბოლოო დივიდენდად განაწილებული იქნება 72.02 მლნ ლარი. ეს თითო ჩვეულებრივ აქციაზე 2.5737 ლარია. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის შუალედური დივიდენდის სახით, გასული წლის სექტემბერში უკვე განაწილდა 70.498 მლნ ლარი.
თუ აქციონერები შეთავაზებას მოიწონებენ, საბოლოო დივიდენდების გაცემის დაწყების თარიღად 5 ივლისია განსაზღვრული.
ჯამში აქციონერებზე 2021 წლის მოგებიდან 142.519 მლნ ლარი იქნება განაწილებული.