მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის 30-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა - იდეათეკა ზესტაფონში გაიხსნა

სტატიაში საუბარია:

ახალგაზრდებისთვის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში თანამედროვე ბიბლიოთეკებს - იდეათეკებს ქმნის. მე ძალიან მიხარია რომ ამ თემაზე საქართველოში თავის დროზე ეულად მზრუნველ არჩილ გაჩეჩილაძეს, მუდმივად უჩნდება პარტნიორები და თანამოაზრეები, როგორც მისი განცხადებიდან შევიტყვე ზესტაფონში მორიგი იდეათეკის გახსნის შესახებ, რაც მან საქკაბელის მმართველ მმართველ პარტნიორთან, ბეჟან სამხარაძესთან ერთად მოახერხა, რომელიც მისი მშობლიური, ზესტაფონის მე 7 სკოლის ქომაგია, ხო და, შედეგმაც არ დააყოვნა, ასეთი პარტნიორობის პირობებში საქართველოს ბანკი, წიგნის ინსტიტუტის და ბიზნესის, კონკრეტულად კი ბიზნესმენ ბეჟან სამხარაძის ჩართულობით, საქართველოს ბანკის რიგით 30-ე იდეათეკა რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის №7 საჯარო სკოლაში ბანკის პარტნიორთან კომპანია”საქკაბელთან” ერთად გაიხსნა. ახალი სივრცე სკოლის 1 300-ზე მეტი მოსწავლისთვის ცოდნის გაღრმავების, ახალი ინტერესების აღმოჩენისა და იდეების განვითარების შესაძლებლობებს შექმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები