საქართველოს ბანკის რიგით 31-ე „იდეათეკა“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირეში გაიხსნა. თანამედროვე ბიბლიოთეკა კომპანია Redco-ს მხარდაჭერითა და ქართული წიგნის ინსტიტუტთან პარტნიორობით მოეწყო. პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკი რეგიონების სკოლებში საგანმანათლებლო სივრცეებს ქმნის, სადაც ახალგაზრდებს შემეცნებისა და განათლებისთვის საჭირო ყველა რესურსზე აქვთ წვდომა.






























