მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი განახლდა

საქართველოს ბანკი
08.07.24 12:09
350
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერს ახალი ფუნქციონალები დაემატა. Ads მენეჯერი ციფრული პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი შეთავაზება განათავსოს ისეთ ციფრულ არხებში, რომლებსაც 1 500 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ყოველდღიურად იყენებს. ესენია საქართველოს ბანკის მობილბანკი, sCoolApp და Offers.bog.ge

პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელია ქეშბექის, ფასდაკლების ან ქულების შეთავაზებების შექმნა საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის, ასევე ანალიტიკურ მონაცემებზე დაკვირვება და ბიზნესის პროგრესის შეფასება. პლატფორმა მომხმარებელს შეთავაზების მიზნის, ტიპის, პირობებისა და შეზღუდვების არჩევის, ასევე გაშვებიდან - რეპორტინგამდე სრული პროცესის ციფრულად მართვის შესაძლებლობას აძლევს.

ახალი ფუნქციონალები კი კიდევ უფრო ამარტივებს მის გამოყენებას. ესენია:

  1. მიზანზე ორიენტირებული კამპანია - Ads მენეჯერს წინასწარ განსაზღვრული პარამეტრების ფუნქციონალი დაემატა, რაც ბიზნესს კამპანიების გაშვების შესაძლებლობას აძლევს ისე, რომ მას პლატფორმაზე ველების ინდივიდუალურად შევსება აღარ უწევს. მიზნობრიობის მონიშვნის შემდეგ, Ads მენეჯერი ბიზნესს შეთავაზების საუკეთესო კონფიგურაციას ავტომატურად სთავაზობს. მიზნებს შორისაა: გაყიდვებისა და ლოიალურობის ზრდა; საშუალო გადახდის ზრდა; ახალი მომხმარებლების მოზიდვა და სხვა.
  2. მიმდინარე / დასრულებული შეთავაზებების ანალიტიკა - ეს გაფართოებული ანალიტიკაა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას იმაზე, თუ ვინ ისარგებლა შეთავაზებით, როგორია მისი დემოგრაფიული მონაცემები და სხვა მახასიათებლები.
  3. განახლებული Dashboard – Ads მენეჯერის განახლებულ Dashboard-ზე ამიერიდან ხელმისაწვდომია მიმდინარე და მომლოდინე შეთავაზებების თვალყურის დევნება. აქ, ასევე, შეთავაზების დეტალების გახსნის გარეშე კამპანიის მთავარი ანალიტიკური მონაცემებიც ჩანს.
  4. ტურის ფუნქციონალი ერთგვარი პირადი ასისტენტია. იგი ბიზნესს Ads მენეჯერის თითოეულ ფუნქციონალზე დეტალურ განმარტებებს სთავაზობს და შესავსები ველების თანმიმდევრობას უჩვენებს.

„მოხარული ვართ, რომ ბიზნესებს ვთავაზობთ როგორც ქვეყნისთვის, ისე რეგიონისთვის უნიკალურ ტექნოლოგიურ პლატფორმას, რომელიც მათ მომხმარებლების მოზიდვის, გაყიდვების სტიმულირებისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ჩვენ ციფრულ პლატფორმებს თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად მუდმივად ვანახლებთ. უკანასკნელი განახლებაც სწორედ მათ საჭიროებებზე საპასუხოდ და პროცესების გამარტივების მიზნით განვახორციელეთ. ვიმედოვნებთ, განახლებული Ads მენეჯერი მცირე და საშუალო ბიზნესებს ზრდასა და განვითარებაში დაეხმარება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსმა, გიორგი კინწურაშვილმა.

Ads მენეჯერით სარგებლობისთვის ეწვიეთ ამ ბმულს.

თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად ონლაინ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები