მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით 30-ჯერ მეტი PLUS ქულის შეთავაზების შექმნა ბიზნესებს ნოემბრის ბოლომდე შეუძლიათ

პლუს ქულები
06.11.24 16:05
31

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. Ads მენეჯერის კამპანია გრძელდება. მისი დახმარებით ბიზნესს შეუძლია, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, მომხმარებლებს მეტი სარგებელი შესთავაზოს, ამასთან ახალი მომხმარებლებიც მოიზიდოს.

კამპანიის ფარგლებში, Ads მენეჯერის დახმარებით ბიზნესი საკუთარ მომხმარებლებს 30-ჯერ მეტი PLUS ქულის დაგროვების შესაძლებლობას აძლევს. ბიზნესის მიერ გასაწევ ხარჯს-30-ჯერ მეტ პლუს ქულას, რომელიც მომხმარებელს უნდა გადაეცეს, AmEX და საქართველოს ბანკი ფარავენ. შეთავაზების შექმნის ვადა უკვე გახანგრძლივდა და ბიზნესები კამპანიაში ჩართვას ნოემბრის ბოლომდე შეძლებენ.

ინფორმაციისთვის, კამპანიის ფარგლებში ბიზნესების მომხმარებლებს მაქსიმუმ 10 000 პლუს ქულის დაგროვება შეუძლიათ.

Ads მენეჯერი საქართველოს ბანკის პლატფორმაა, რომლის დახმარებით ბიზნესებს შეუძლიათ, ფასდაკლების, ქეშბექის ან პლუს ქულების შეთავაზებები შექმნან და საქართველოს ბანკის მომხმარებლებს მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე წარუდგინონ.

Ads მენეჯერით შეთავაზების შექმნის დეტალური გზამკვლევი იხილეთ აქ.

თუ ხართ კომპანიის დირექტორი, შეთავაზების შექმნა manager.bog.ge-დან შეგიძლიათ იმ მომხმარებლის სახელსა და პაროლის გამოყენებით, რომელსაც ბიზნეს მობილბანკში ან ბიზნეს ინტერნეტბანკში იყენებთ. ხოლო თუ ხართ მარკეტერი, შეთავაზების შექმნისთვის დირექტორს აქვს შესაძლებლობა, manager.bog.ge-ზე შესაბამისი როლი მოგანიჭოთ.

30-ჯერ მეტი PLUS ქულის შეთავაზებაზე სრული ინფორმაციისთვის ან დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები