საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის და აგროსექტორის გაძლიერების მიზნით, ბანკი მომხმარებელს აგროპროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, ესენია: აგროსესხი, სესხი დამწყები მეწარმეებისთვის, შეღავათიანი აგროსესხი, აგროდაზღვევა.
საქართველოს ბანკის შეთავაზების ფარგლებში ნებისმიერ მომხმარებელს, რომელსაც სურს, სასოფლო - სამეურნეო საქმიანობის წამოწყება, ან უკვე არსებული ბიზნესის განვითარება, შეუძლია მოითხოვოს აგროდაფინანსება მისთვის მოქნილი გრაფიკითა და სპეციალური საშეღავათო პირობებით.
აგროსესხის მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს საჭირო თანხა ნებისმიერი აგრო მიმართულებით, ისეთი როგორიცაა :
- ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები;
- მეცხოველეობა, მეფრინველეობა, საკალმახეები;
- რთველი, ღვინო, ვენახი;
- სასოფლო - სამეურნეო ტექნიკა;
- სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობა;
- ძირითადი და საბრუნავი საშუალებები;
- სასათბურე მეურნეობები და სხვა.
ეს შეთავაზება საინტერესოა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც აგრო საქმიანობას ეწევა, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც სასოფლო - სამეურნეო საქმიანობის წამოწყება სურს. მათ შეუძლიათ მიიღონ ფინანსური რესურსი დამწყები მეწარმეებისთვის და ამასთანავე ისარგებლონ სახელმწიფო სუბსიდიით, რომელიც პროცენტის თანადაფინანსებას გულისხმობს.
იმ შემთხვევაში, კი თუ უკვე ეწევით აგროსაქმიანობას და გსურთ გაფართოება ან ახალი მიმართულების დაწყება, შეგიძლიათ ისარგებლოთ შეღავათიანი აგრო სესხითა და აგრო დაზღვევით, რომელიც აგრეთვე გულისხმობს სახელმწიფო სუბსიდიას, პროცენტის თანადაფინანსების სახით.
„საქართველოს ბანკისთვის, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტისთვის, ერთ - ერთი პრიორიტეტული მიმართულება რეგიონში აგრომიმართულების მხარდაჭერაა. სასოფლო - სამეურნეო საქმიანობის წახალისებისა და ხელშეწყობის მიზნით ბანკმა არაერთი პროდუქტი - შექმნა. აგროშეთავაზებები მათთვისაა, ვისაც დიდი ხანია სურს დაიწყოს საკუთარი საქმიანობა, ან უკვე არსებული აგრობიზნესის გაფართოება, ან თუნდაც ახალი მიმართულების დამატება. საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის აგროპროდუქტებით სარგებლობა სპეციალური პირობებით არის შესაძლებელი, რაც გულისხმობს მოქნილ გრაფიკსა და ინდივიდუალურად შერჩეულ საშეღავათო პერიოდს. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვმუშაობთ, რომ უფრო მეტ ადამიანს, სფეროს და ბიზნესს გავუწიოთ მხარდაჭერა. ამასთან ერთად, მიგვაჩნია, რომ საქართველოს ბანკის მიერ შეთავაზებული აგროპროდუქტები რეგიონებში ეკონომიკურ განვითარებას და გაძლიერებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რაც ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების საწინდარია “ - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
აგროსესხზე დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.