მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს ბანკის" ბანკომატებში UPI-ის ბარათებით თანხის განაღდება შესაძლებელი იქნება

59a815e6828b6
BM.GE
31.08.17 17:54
1205
საქართველოს ბანკმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს საბანკო საგადახდო ბარათების კომპანიასთან, UnionPay International-თან (UPI), თავის ქსელში ბარათების მიღების თაობაზე. წლის ბოლომდე, საქართველოს ბანკის ბანკომატებსა და პოს ტერმინალებში შესაძლებელი იქნება UPI-ის ბარათებით თანხის განაღდება და გადახდა.

საფინანსო ინსტიტუტის ინფორმაციით, საქართველოს ბანკი ფლობს ქვეყანაში ბანკომატების ყველაზე ფართო ქსელს, რომელიც მოიცავს 827 ბანკომატს, ხოლო ბანკის პოს ტერმინალების ქსელი 11,303 ტერმინალს ითვლის. საქართველოს ბანკი 1997 და 1998 წლებიდან შესაბამისად, Mastercard-ის და Visa-ს წევრი ორგანიზაციაა; ასევე, 2008 წლიდან American Express®-ის, ხოლო 2011 წლიდან Diners Club International-ისა და Discover-ის ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში.

„მოხარული ვარ, რომ წლის ბოლომდე მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, საქართველოში ბანკომატებისა და პოს ტერმინალების ერთ-ერთ ყველაზე ფართო ქსელში ისარგებლოს UnionPay International-ის ბარათებით. შედეგად, საქართველოს ბანკი მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა საბანკო ბარათის მიღებას უზრუნველყოფს საქართველოში. ვფიქრობ, აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში აღინიშნება ტურისტული ნაკადების საგრძნობი ზრდა და გადახდების მომსახურება კი ტურისტული ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილია“, განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ. „გადახდების მომსახურების გაუმჯობესება და ამ მიმართულებით თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია,“ დაამატა კახა კიკნაველიძემ.

UnionPay International-ი, China UnionPay-ს შვილობილია. UPI-ს პატნიორობა აქვს 1,000-ზე მეტ დაწესებულებასთან მსოფლიოში და მისი ბარათების მიღება ხდება მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში. UPI ემსახურება მსოფლიოში საბანკო ბარათების მფლობელ ყველაზე დიდ რიცხვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები