მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს ბანკის ბონდებზე მოთხოვნა $200,000,000-ს აღწევდა", - არჩილ გაჩეჩილაძე

5ca0b06ed9eea
BM.GE
31.03.19 16:17
1128
საქართველოს ბანკის CEO-მ არჩილ გაჩეჩილაძემ “Forbes-ის კვირაში” ბანკის მიერ მოზიდულ $100-მილიონიან კაპიტალზე ისაუბრა. 21 მარტს საქართველოს ბანკმა 5.25 წლიანი ვადიანობის ობლიგაციები გამოუშვა, რომლის განაკვეთიც 11.125%-ს შეადგენს. გაჩეჩილაძის თქმით, ამ ინტრუმენტის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს საფინანსო სექტორის განვითარებასა და მისდამი ნდობის ზრდაზე მეტყველებს.

“$100 მილიონი დოლარი, რომელიც ახლახანს მოვიზიდეთ არის ჰიბრიდული კაპიტალი. ორი სიტყვით ავხსნი რას ნიშნავს ეს სიახლე, ეს არის ჩვეულებრივი ობლიგაცია, სესხი, თუმცა რთულ ვითარებაში იქცევა როგორც კაპიტალი. ამ ობლიგაციას ჩვეულებრივ ვემსახურებით, თუმცა თუ ბანკის კაპიტალის დონე მოთხოვნილთან ახლოს მივიდა, მისი მომსახურება წყდება და ეს ინვესტორებისთვის მისაღებია. რაღაც დონეზე ქვემოთ თუ ჩამოვიდა კაპიტალის დონე, საერთოდ ქრება ეს ვალდებულება. collapse-ს ეძახიან მას, ანუ 5.1%-ზე ქვემოთ თუ ჩამოვიდა ძირითადი კაპიტალის მაჩვენებელი ის საერთოდ ქრება. ეს საფინანსო ინსტრუმენტი ერთის მხრივ თითქოს ობლიგაციაა, მეორე მხრივ ეს არის დაზღვევა უბედურების შემთხვევაში. ასეთი ტიპის ინსტრუმენტები შედარებით ახალია საერთოდ მსოფლიო ბაზრებისთვის, ის შემოვიდა ბაზელ სამთან ერთად. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ასეთი ტიპის ინსტრუმენტზე მოთხოვნა არის, მოლოდინი იმისა, რომ რაღაც საშინელება მოხდება არ არის.

დადებითი ის არის რომ 11.5% როდესაც გამოვაცხადეთ, იმდენად დიდი იყო ინტერესი, რომ განაკვეთი 11.1%-მდე შემცირდა. სადღაც $200 მილიონი დოლარი იყო მოთხოვნა, მაშინ როდესაც $100 მილიონი ლარი გვინდოდა განგვეთავსებინა. ბევრი გვეუბნეობდა რატომ მეტი არა? - ამასაც თავის ლიმიტები აქვს, $100 მილიონი ოდნავ აჭარბებს იმ ლიმიტს რაც ჩვენ გვინდოდა, მაგრამ ასე ვთქვათ გამოვუშვით. ეს არის უდიდესი ნდობის გამოცხადება როგორც საქართველოს ეკონომიკის მიმართ, ისე, საქართველოს საბანკო სექტორს მიმართ. ვინაიდან მართლაც გამორჩეულად სტაბილური საბანკო და კარგად კაპიტალიზირებული საბანკო სექტორი გვაქვს მთელ რეგიონში,”- ამბობს გაჩეჩილაძე.

არჩილ გაჩეჩილაძე Forbes-ის კვირაში


გაჩეჩილაძის განცხადებით საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება მრავალ ფაქტორზე არის დამოკიდებული, მათ შორისაა ეკონომიკაში დანაზოგების წილის ზრდა, საპენსიო რეფორმა, რომელიც ბონდებსა და სხვა საფინანსო ინსტრუმენტებზე მოთხოვნის ზრდას შეუწყობენ ხელს. გაჩეჩილაძის თქმით, ამის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად საქართველოს ბაზრის სიმცირე რჩება. 

"კაპიტალის ბაზრის განვითარება იმდენი სხვადასხვა დეტალის მომცველი თემა არის, რომ შეიძლება ცალკე გადაცემა ამას მივუძღვნათ და არ გავჩერდებით, ვინაიდან ბევრი დრო და ენერგია გვაქვს ჩადებული ამ კუთხით. ერთს ზოგადად ვიტყვი, საქართველოს ბაზრის მცირე ზომა დიდად შემზღუდველია. კაპიტალის ბაზრები როდესაც ვითარედა, ჯერ სახაზინო ვალდებულებების თემა ვითარდება, შემდეგ არის ობლიგაციების ბაზარი, განსაკუთრებით, ვინაიდან ობლიგაციების დაგირავების საშუალება მისცა ბაზრის მონაწილეებს სებ-მა რამოდენიმე წლის წინ, შესაბამისი რეიტინგის შემთხვევაში და ამ ყველაფრისთვის საჭირია რომ მოსახლეობას მეტი დაგროვილი თანხები ჰქონდეს. ამ კუთხითაც ზრდა არის ბოლო წლების განმავლობაში. საპენსიო რეფორმის შედეგად, მოლოდინი გვაქვს, რომ გაჩნდება ისეთი ტიპის ფონდები, რომლებსაც მოთხოვნა ექნებათ რომ თანხა განათავსონ არა მხოლოდ საბანკო დეპოზიტებზე, არამედ ობლიგაციებზე. მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს საფონდო ბირჟა გახდება დიდი მოთამაშე კაპიტალის ბაზრებზე, ამას დიდი ხანი დაჭირდება. ეს მარტივად არ ხდება. ვინაიდან ნებისმიერ სეფროს, ნებისმიერ ბაზარს, იქნება ეს საფონდო ბაზარი თუ საყოფაცხოვრებო პროდუქტების ბაზარი - მას დიდი ბრუნვა სჭირდება იმისთვის რომ ეს იქცეს საინტერესო წერტილად,"- ამბობს გაჩეჩილაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები