მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს ბანკის" დირექტორი: "მსესხებლების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ჩათვალა, რომ კომფორტულად გრძნობენ თავს დოლარის სესხში"

58d1122f6fb85
სალომე მეცხვარიშვილი
21.03.17 17:23
2812
"მსესხებლების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ჩათვალა, რომ კომფორტულად გრძნობენ თავს დოლარის სესხში",- ამის შესახებ "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ სესხების გალარების პროგრამაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო პროგორამის ფარგლებში "საქართველოს ბანკში" 25 მილიონ ლარამდე სესხი გალარდა.

"ვფიქრობთ, რომ იმ მომხარებლებს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ სერიოზული რისკი ჰქონდათ ლარის გაუფასურების, მიიღეს ამ გალარებაში მონაწილეობა. ეს არ ნიშნავს, რომ გალარების პროგრამა დამთავრდა, ვფიქრობ, "საქართველოს ბანკიც" და სხვა ბანკების გააგრძელებენ შეთავაზებას როგორც დოლარებში, ასევე ლარებში",- აცხადებს კახა კიკნაველიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები