მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკის" ESG & Sustainability მიმართულებას ანა ოსაძე უხელმძღვანელებს

საქბანკლი
29.12.23 10:39
1584
სტატიაში საუბარია:

"საქართველოს ბანკში" ახალი მიმართულება - ESG & Sustainability შეიქმნა, რომელსაც სათავეში ანა ოსაძე ჩაუდგა.

ანას რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. იგი საქართველოს ბანკის გუნდს 2022 წელს, ESG ოფიცრის პოზიციაზე შემოუერთდა. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ESG მიმართულების გაძლიერებაში.

ანას მაგისტრატურის ხარისხი შვედეთში, ლუნდუს უნივერსიტეტში აქვს მოპოვებული. სწავლის დროს მან ყურადღება სწორედ ფინანსურ სექტორში ESG & Sustainability მიმართულებას დაუთმო და ნაშრომიც ამ მიმართულებით დაწერა.

ანა ოსაძე: „ფინანსურ სექტორს მნიშნელოვანი როლი აკისრია მდგრად განვითარებაში და მიხარია, რომ ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტში, საქართველოს ბანკში ამ მიმართულებას ვხელმძღვანელობ. ჩვენ საკმაოდ დახვეწილი პრაქტიკები გვაქვს ამ მიმართულებით, თუმცა მუდმივად ვცდილობთ პროცესების განვითარებას. ძლიერი რისკ-მენეჯმენტი და მწვანე და სოციალური პორტფელის ზრდა მდგრადი მომავლის გარანტია, სწორედ ამიტომ, ჩვენთან, საქართველოს ბანკში, ESG სტრატეგია ბანკის ბიზნეს სტრატეგიის ნაწილია.“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები